ფინანსებიRSS კატეგორიადღის სიახლეებისიახლეები

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით უკრაინულმა საცხობმა დამატებითი სამუშაო ადგილები შექმნა

0
გაზიარება

 საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების გაძლიერების მიზნით პროექტების ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით უკრაინულმა საცხობმა წარმოება 2,5 ჯერ გაზარდა.

კომპანია ბაზარზე 5 წელია ოპერირებს და მომხმარებელს უკრაინული ტექნოლოგიით დამზადებულ რამდენიმე სახეობის ტრადიციულ პურს სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ პროდუქცია დიაბეტურია და არ შეიცავს დამატებით საღებავებსა და მინარევებს.

“უკრაინული საცხობი მომხმარებელს წონის, ფერის და გემოვნური თვისებების მიხედვით, რამდენიმე სახის ტრადიციულ უკრაინულ პურს სთავაზობს. საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, ბიზნესის გასავითარებლად დამატებით 250 000 ლარის ინვესტიცია მოვიზიდეთ, რაც საწარმოო გადაიარაღებისა და სატრანსპორტო/ძირითადი საშუალებების შესაძენად მივმართეთ. შედეგად, 2,5 ჯერ გაიზარდა საწარმოს რეალიზაცია და შეიქმნა დამატებითი სამუშაო ადგილები. გვეამაყება, რომ ჩვენი პროდუქცია მხოლოდ ორგანული ნივთიერებების გამოყენებითაა დამზადებული და მოხარული ვართ, რომ ჩვენი პარტნიორის მხარდაჭერით შესაძლებლობა გვეძლევა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ მომხმარებლისთვის აღნიშნული პროდუქცია”, — აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი, ავთანდილ ხურცილავა.

მსგავსი სიახლეები

TasteAtlas-მა მსოფლიოში შოკოლადის 11 საუკეთესო საკონდიტრო ნაწარმი გამოავლინა- რეიტინგში ბელგიური შოკოლადი ლიდერობს

TasteAtlas წერს, რომ მრავალი სახეობის ბელგიური შოკოლადი განსაკუთრებით პოპულარულია სადღესასწაულო სეზონზე. ისტორიულად მისი წარმოება შვეიცარული შოკოლადების ზოგიერთი ტექნოლოგიის სესხებით დაიწყო, რომ მაღალი ხარისხის შოკოლადისა და…

ბირჟაზე ნავთობის და გაზის ფასები შემცირდა

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის ფასი ეცემა- ერთ დღეში საქონლის ღირებულება 1%-ით შემცირდა და ამჟამად ბარელი Brent-ის ფასი 89 დოლარს შეადგენს, ამერიკული WTI-ს ფასი კი 85 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ერთკვირიან პერიოდში…

მარტში საქართველოში 278.5 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა

2024 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 278.5 მლნ აშშ დოლარი (746.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 36.5%-ით (160.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2023 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ინფორმაციას…

სახელმწიფო საგარეო ვალი 8.722 მილიარდ დოლარს შეადგენს

2024 წლის მარტის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.722 მლრდ დოლარს, დღევანდელი კურსით 23.510 მლრდ ლარს გადააჭარბა- 249.843 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საქართველოს ფინანსთა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!