ფინანსებიRSS კატეგორიადღის სიახლეებივაჭრობის სფეროსხვა

სახელმწიფო კონსერვატორია 31 მილიონი ლარის როიალებს შეიძენს

0
გაზიარება

ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიამ როიალების უმსხვილეს მწარმოებელთან – გერმანულ Steinway & Sons-თან მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის საერთო ღირებულებაც 31,349,339 ლარს შეადგენს.

ამ თანხით სახელმწიფო კონსერვატორია 79 ერთეულ როიალს შეიძენს. ამ როიალების ფასი 93 ათასი ევროდან 139 ათას ევრომდე მერყეობს. შესასყიდი როიალის საშუალო ფასი კი 98 ათასი ევროა.

კონტრაქტის თანახმად, ამ როიალების მოწოდება 2022-2025 წლებზეა გაწერილი.

სახელმწიფო კონსერვატორიამ კონტრაქტი შპს “აი ემ ტი სი მიუზიკ+”-თან გააფორმა, რომელიც საქართველოში Steinway & Sons-ის მომწოდებელია.

წყარო : BM.GE

მსგავსი სიახლეები

საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესებიდან მხოლოდ 27% ფუნქციონირებს

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის 1-ლი აპრილის მდგომარეობით, საქართველოში 995 678 კომპანიაა რეგისტრირებული, საიდანაც აქტიური მხოლოდ 273 745 სუბიექტია. რეგისტრირებული 995 678 კომპანიიდან, 533 099 სუბიექტის საქმიანობა უცნობია,…

ძალაში შევიდა ცვლილება, რომელიც ქიმიოთერაპიის მედიკამენტები სრულად დაფინანსდებას ითვალისწინებს

ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული პროგრამული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო, სრულად დაფინანსდება.…

საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე ადგილზეა – Numbeo

2024 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე პოზიციაზე აღმოჩნდა. მონაცემებს კლევის პორტალი, Numbeo აქვეყნებს. წინა კვლევასთან შედარებით, რომელიც 2023 წლის შუა პერიოდში…

ევროპის ხუთი უდიდესი სახელმწიფოს რეიტინგი

ევროკავშირი ამ ეტაპზე 27 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს. თითოეული მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებულია, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად და კულტურულად, თუმცა ევროკავშირის ერთიანობას სწორედ მისი წევრების უნიკალურობა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!