სახელმწიფო შესყიდვებზე შარშან ქვეყნის მშპ -ს 10% დაიხარჯა.შესყიდვების სააგენტოს 2021 წლის ანგარიშით, 2021 წელს ელექტრონული და კონსოლიდირებული ტენდერებით 5,754,188,526 ლარის შესყიდვები განხორციელდა.
მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო შესყიდვებზე მიმართული ხარჯები გაიზარდა და პანდემიამდელ მაჩვენებელს – 5.3 მლრდ ლარსაც გადააჭარბა, მშპ-სთან მიმართებით ხარჯები შემცირებულია.კერძოდ, თუ 2019 წელს მშპ-ს 11%-ს შეადგენდა და 2020 წელს -10.4%-ს, 2021 წელს ეს მაჩვენებელი მშპ-ს 10%-ს უტოლდება.
მზარდია სახელმწიფო შესყიდვებზე მიმართული სახსრებიც. 2011 წელთან შედარებით მთავრობა 2-ჯერ მეტ თანხას ხარჯავს სახელმწიფო შესყიდვებზე.
სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების ჯამური ღირებულებები წლების მიხედვით
• 2011 წელი – 2.66 მლრდ
• 2012 წელი – 2.77 მლრდ
• 2013 წელი – 2.79 მლრდ ლარი
• 2014 წელი – 2.85 მლრდ ლარი
• 2015 წელი – 3.20 მლრდ ლარი
• 2016 წელი – 4.92 მლრდ ლარი
• 2017 წელი – 3.65 მლრდ ლარი
• 2018 წელი – 4.09 მლრდ ლარი
• 2019 წელი – 5.33 მლრდ ლარი
• 2020 წელი – 5.14 მლრდ ლარი
• 2021 წელი – 5.75 მლრდ ლარი