2024 წლის მარტის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.722 მლრდ დოლარს, დღევანდელი კურსით 23.510 მლრდ ლარს გადააჭარბა- 249.843 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2023 წლის მარტის მდგომარეობით კი, ვალის მოცულობა 8.473 მლრდ დოლარი, ანუ მაშინდელი კურსით 21.694 მლრდ ლარი იყო.
2024 წლის მარტის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან:
აზიის განვითარების ბანკი (ADB) – 2.238 მლრდ დოლარი
ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) – 1.118 მლრდ დოლარი
მსოფლიო ბანკი, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD) – 1.519 მლრდ დოლარი
მსოფლიო ბანკი, განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) – 556.8 მლნ დოლარი