დღის სიახლეებიგანათლებასაინტერესო სიახლეები

საქველმოქმედო ფონდი “ლუტეცია”

0
გაზიარება

„ლუტეცია“- პირ­ველ რიგ­ში, სი­ლა­მა­ზეს­თან, თა­ვის მოვ­ლას­თან და პოზიტიური ემოციის გაზიარებასთან ასო­ცირ­დე­ბა. კომპანიის დამფუძნებელი, ვახტანგ ფხაკაძე მთელი ცხოვრება ქველმოქმედებით იყო დაკავებული, მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი განათლების ხელშეწყობა იყო. სწორედ ამიტომ ერთი წლის წინ, 23 აპ­რილს, მის დაბადების დღეზე ლუ­ტე­ცია ჯგუ­ფის მიერ დაარსდა ვახ­ტანგ ფხა­კა­ძის სა­ხე­ლო­ბის საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდი „ლუ­ტე­ცი­ა“.
ფონდმა 1 წლის განმავლობაში საქართველოს ხუთ სხვადასხვა უნივერსიტეტში, საერთო ჯამში, 10 სტუდენტს სწავლა დაუფინანსა. საქველმოქმედო ფონდი „ლუტეციას“ ბენეფიციარების შერჩევა მოხდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტების რიგებიდან.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ადამიანებმა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა თაობამ დაინახოს, რომ მონდომება, შრომა არასდროს რჩება შეუმჩნეველი და ის აუცილებლად დაფასდება, ამიტომაც, ყველაზე წარმატებული და წარჩინებული სტუდენტების დაფინანსება გადავწყვიტეთ“, – აცხადებენ ფონდ ლუტეცია ჯგუფში.

ფონდის საქმიანობის ფარგლებში ასევე გაფორმდა ხელშეკრულება უსინათლოთა კავშირთან. ხელშეკრულების თანახმად, ფონდის მხარდაჭერით, 12 უსინათლო და მცირემხედველი ახალგაზრდისთვის კომპიუტერული უნარ-ჩვევების შემსწავლელი კურსები ჩატარდება. კურსდამთავრებულებს გაუწევენ კონსულტაციას საჯარო და კერძო სექტორში დასასაქმებლად. პროექტი უკვე დაწყებულია და 2022 წლის ბოლომდე განხორციელდება.
გარდა ამისა, კომპიუტერული ტექნიკა გადაეცათ სკოლის მოსწავლეებს აფხაზეთიდან.

ვახ­ტანგ ფხა­კა­ძის სა­ხე­ლო­ბის საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდი „ლუ­ტე­ცი­ა“ მომავალშიც გააგრძელებს წარმატებული ახალგაზრდების ხელშეწყობას.

მსგავსი სიახლეები

Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა

საქართველოში გადასახადების შემდგომი საშუალო თვიური სუფთა ხელფასი 1 300 ლარია. მსოფლიოში ყველაზე დიდ მონაცემთა ბაზის Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა. შედარებისთვის:…

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

ელექტროენერგიის ექსპორტი თითქმის 15-ჯერ გაიზარდა

წელს 3 თვეში, ელექტროენერგიის ექსპორტი  წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის, 15-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს 3 თვეში ქვეყნიდან 20,299 მლნ კვტ.სთ (1,263 მლნ აშშ დოლარი) ელექტროენერგია…

2024 წლის საქართველოში იახტების იმპორტი 48.5%-ით გაიზარდა

2024 წლის იანვარ-მარტში საქართველომ 639 510 აშშ დოლარის იახტები (იახტები და სხვა მოცურავე საშუალებები დასვენების ან სპორტისათვის) იყიდა. მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოში 328 830 აშშ დოლარის ღირებულების…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!