მარკეტინგი და გაყიდვებიRSS კატეგორიადღის სიახლეებიმედია საშუალებებიმომსახურების სფეროსაზოგადოება

Salenews.ge- მრავალფეროვანი არჩევანი და დაბალი ფასები ერთ სივრცეში

0
გაზიარება

მედია ჰოლდინგ “ბიზნეს მედია მენეჯმენტისა”  და მასზე დაქვემდებარებული წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაცის ინიციატივით, ქართული ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით ახალი, უნიკალური პლატფორმა შეიქმნა, რომლის ანალოგი ქართულ ბაზარზე არ არსებობს.

Salenews.ge ერთ სივრცეში აერთიანებს ყველა სახის პროდუქციას, რომლის შეძენას მომხმარებლები ჩვეულებრივზე დაბალ ფასად შეძლებენ. Salenews-ის უნიკალურობას ხაზს უსვამს პროდუქციის მრავალფეროვნება და კომფორტული გარემო, სადაც მომხმარებელი შეძლებს სხვადასხვა ტიპის პროდუქციის ერთ სივრცეში შეძენას.

 Salenews-ზე პროდუქციის განთავსების მხოლოდ ასოციაციის პარტნიორ კომპანიებს შეეძლება.  საჭიროების შემთხვევაში Salenews-ის გუნდი მზად არის დაგეხმაროთ პროდუქციისთვის ფოტო/ვიდეო გადაღებაში და პროფესიონალური კადრებით გაზარდოს გაყიდვების სისწრაფე და რაოდენობა.  გარდა ამისა, ასოციაცია ხელს შეუწყობს პროდუქციის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და საკუთარ სოციალურ პლატფორმებზე გადაზიარებას, რაც გაზრდის ცნობადობას, როგორც მომხმარებლებში, ისე სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებს შორის, რაც ხელს შეუწყობს სამომავლო თანამშრომლობას.

მომხმარებლების კომფორტისთვის პლატფორმა იქნება მარტივი და გასაგები, რათა სახლიდან გაუსვლელად, სწრაფად და იაფად მიიღონ ნებისმიერი სახის პროდუქტი. მითითებული იქნება თითოეული პროდუქციის ფასი და რაოდენობა. სასურველი ნივთის შერჩევის შემთხვევაში გადახდა ხდება Visa/Mastercard-ის საშუალებით და შესაძლებელი იქნება განვადებით სარგებლობაც. ნივთის ჩაბარება კი შეძენიდან 3-5 სამუშაო დღის განმავლობაში მოხდება.

მსგავსი სიახლეები

ბინებზე ფასი 12.9%-ით, ხოლო კერძო სახლებზე 13.3%-ით არის გაზრდილი

2024 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 1.1 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 13 პროცენტი შეადგინა- ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური…

საქართველო ბენზინის ფასის მიხედვით 96 ქვეყანას შორის მე-60 ადგილს იკავებს – Numbeo

Numbeo-მ 96 ქვეყანაში ბენზინის საშუალო ფასი შეისწავლა. კვლევის მიხედვით 1 ლიტრი ბენზინი ყველაზე ძვირი ჰონგ-კონგში, ხოლო ყველაზე იაფი ლიბიაში ღირს. რაც შეეხება საქართველოს, ის 96 ქვეყანას შორის მე-60 ადგილს იკავებს. აღნიშნული…

მეორადი ავტონაწილების იმპორტი იზრდება

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარში, თებერვალსა და მარტში ქვეყანამ 6.818 მლნ დოლარის ნაწილები შეიძინა, მაშინ, როცა 2024 წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 7.410 მლნ დოლარამდე გაიზარდა. 2023 წლის სრული მონაცემების…

თბილისში პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების რაოდენობამ 3 თვეში 4.403 მლნ ლარი შეადგინა

საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, 2024 წლის იანვარ-მარტში დედაქალაქში პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებით ბიუჯეტში 4 403 616 ლარი შევიდა, 2023 წლის ანალოგიურ…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!