პარტნირებისაინტერესო სიახლეებისიახლეებიტანსაცმლის დიზაინიშიდა ქართლი

სამკერვალო საწარმო “ლიდერი” სოციალური მეწარმეობის ფორუმის ფინალისტია

0
გაზიარება

სამკერვალო საწარმო „ლიდერი“, რომელიც შიდა ქართლში მცხოვრებ სოციალური საჭიროების მქონე ქალების გაძლიერებას, მათთვის ახალი პროფესიების შესწავლასა და ტექსტილის ნარჩენის შემცირებას აქტიურად ახორციელებს, სოციალური მეწარმეობის ფორუმის ფინალისტია. „ ლიდერისთვის“ ფინალისტობა მათი საქმიანობის აღიარებაა, რადგან მათი დახმარებით 316 ქალს ახალი პროფესია აქვს და 2022 წელს 10 ტონა ტექსტილის ნარჩენი იქნა გადამუშავებული მათ მიერ

 „ჩვენი სოციალური საწარმო გორში მდებარეობს და ორ სოციალურ მიზანს ემსახურება : 1.შიდა ქართლში მაცხოვრებელი სოციალური საჭიროების მქონე ქალების გაძლიერება;  2. ტექსტილის ნარჩენის შემცირება. ორივე მიმართულებით გვაქვს მნიშვნელოვანი რაოდენობრივი ზრდა. 316 ქალი არის ჩვენს მიერ გადამზადებული, რომლებმაც შეიძინეს ახალი პროფესია და 186 მათგანისთვის ერთადერთი შემოსავლის წყარო, სწორედ ჩვენს მიერ მიცემული პროფესიაა. რაც შეეხება მეორე მიზანს 2022 წელს გადავამუშავეთ 10 ტონა ტექსტილის ნარჩენი, რაც ძალიან დიდი რიცხვია და რაც დაგეგმილზე 2-ჯერ მეტია. ჩვენ ტექსტილის ნარჩენი ვაქციეთ ახალ პროდუქტად და მოვახდინეთ მისი რეალიზაცია სხვადასხვა ფორმით.ეს შედეგები არის ჩვენი საქმიანობის აღიარება და იმის ნიშანი, რომ რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ვაკეთებთ სწორად.  რამდენიმე წელი დაგვჭირდა იმისთვის, რომ დავრწმუნებულიყავით და დაგვენახა, რომ ე.წ. ნარჩენის სახით ვკარგავდით მნიშვნელოვან რესურს. ამის დანახვაში დაგვეხმარა გარემოს დაცვითი ორგანიზაცია „CENN“, რომლის მხარდაჭერითაც ბევრი კონსულტაცია გავიარეთ, რომ აქამდე მოვსულიყავით.საქართველოში ტექსტილის ინდუსტრიისთვის არც ერთი ნედლეული არ იწარმოება და სულ არის იმპორტირებული. ჩვენ ვახდენთ ქსოვილის ნარჩენი დაქუცმაცებას, ერთგვაროვან მასად ქცევას და შემდგომში ამის გამოყენებას. ეს არის ძალიან მინიმალური იმისათვის, რომ რაღაცა ნედლეულის წარმოებაზე ვისაუბროთ, მაგრამ ამ სახით მიღებულ პროდუქტსაც კი ვიყენებთ და ნამდვილად მნიშვნელოვან დოვლათს ქმნის. ერთის მხრივ ნარჩენის დაზოგვა, ხელახლად გამოყენება და  ნედლეულის რეალიზაციიდან შემოსული თანხა. ჩვენ 35 სამკერვალო საწარმო გვაქვს კონტრაქტი, საიდანაც ხშირად ვიღებთ ქსოვილის ნარჩენს. ჩვენს მიერ გადამუშავებული 10 ტონა ნარჩენი, სწორედ ამ 35 საწარმოდან არის მიღებული“ – ნინო გიორგაძე- სოციალური საწარმო „ლიდერის“ დამფუძნებელი

სამკერვალო საწარმო “ლიდერი”ს  გუნდის მიზანია მაქსიმალურად მარტივი, კომფორტული და სწრაფი სამკერვალო სერვისი შესთავაზოს მომხმარებლებს.გუნდი მუშაობს ნებისმიერი სირთულისა და მასშტაბის პროექტზე, რომელიც მოიცავს: კონსულტაციის, აზომვის, დაგეგმვის, კერვის, ქსოვილების შერჩევისა და დიზაინის საფეხურებს.”ლიდერის” მიზანია მაქსიმალურად მარტივი, კომფორტული და სწრაფი სამკერვალო სერვისი შესთავაზოს მომხმარებლებს.

მისამართი : გორი, სუხიშვილის ქუჩა 1

 

მსგავსი სიახლეები

საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესებიდან მხოლოდ 27% ფუნქციონირებს

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის 1-ლი აპრილის მდგომარეობით, საქართველოში 995 678 კომპანიაა რეგისტრირებული, საიდანაც აქტიური მხოლოდ 273 745 სუბიექტია. რეგისტრირებული 995 678 კომპანიიდან, 533 099 სუბიექტის საქმიანობა უცნობია,…

ძალაში შევიდა ცვლილება, რომელიც ქიმიოთერაპიის მედიკამენტები სრულად დაფინანსდებას ითვალისწინებს

ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული პროგრამული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო, სრულად დაფინანსდება.…

საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე ადგილზეა – Numbeo

2024 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე პოზიციაზე აღმოჩნდა. მონაცემებს კლევის პორტალი, Numbeo აქვეყნებს. წინა კვლევასთან შედარებით, რომელიც 2023 წლის შუა პერიოდში…

ევროპის ხუთი უდიდესი სახელმწიფოს რეიტინგი

ევროკავშირი ამ ეტაპზე 27 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს. თითოეული მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებულია, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად და კულტურულად, თუმცა ევროკავშირის ერთიანობას სწორედ მისი წევრების უნიკალურობა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!