მსოფლიო ჩემპიონატისადმი მიძღვნილ ვიდეოში სმარტფონების დიდი რაოდენობაა, რომლებიც ტრიბუნებზე ფარნების როლს ასრულებენ. რაღაც მომენტში, სამსუნგის დასაკეცი ტელეფონები იწყებენ „ტალღის“ კეთებას, მაგრამ მათ ვერ უერთდებიან სტანდარტული ფორმ-ფაქტორის ტელეფონები, რომლებიც ვერ იკეცება. ამ უკანასკნელის ეკრანებზე სევდიანი ემოჯი ჩანს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც Samsung-ი იყენებს რეკლამას სხვა ბრენდების დაცინვის მიზნით. მანამდე ნიუ-იორკში, Times Square-ზე მდებარე 3D ეკრანზე აჩვენეს ვიდეო, რომელშიც სამხრეთ კორეელმა მწარმოებელმა აჩვენა, თუ რამდენად მოუხერხებელია სელფის გადაღება iPhone-ით.