გასული წლის III კვარტალში სამხრეთკორეული ტექნოლოგიური გიგანტის, Samsung-ის მოგება რეკორდული 70%-ით შემცირდა და 3.37 მილიარდი დოლარი შეადგინა, კომპანიის საერთო შემოსავლები კი 9%-ითაა შემცირებული.
აღნიშნული მაჩვენებელი 2014 წლის შედეგების ტოლფასია და ის იმაზე მიუთითებს, რომ გლობალური მაკროეკონომიკური ვითარების გაუარესებისა და ინფლაციის ზრდის ფონზე, Samsung-ი სასურველი მოგების მიღებას ვეღარ ახერხებს.
Samsung-ის მრავალფეროვანი პორტფელიდან ყველაზე ცუდი შედეგები სმარტფონებისა და მეხსიერების ბარათებს ბიზნესებს აქვთ. განსაკუთრებით შემცირებულია ძვირადღირებული ფლაგმანური პროდუქტების, Galaxy Ultra-სა და Fold-ის გაყიდვები.
Samsung-ი მსოფლიოს რიგით 26-ე უმსხვილესი კომპანიაა და მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 311 მილიარდ დოლარს შეადგენს; ერთწლიან ჭრილში კი კომპანიის აქციების ღირებულება 25%-ითაა შემცირებული.