დღის სიახლეებიეკონომიკასაზოგადოებასაინტერესო სიახლეებიფინანსები

სამუშაო ძალა მცირდება, პენსიონერთა რიცხვი კი იმატებს – PMC

0
გაზიარება

PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, 2017-დან 2022 წლამდე პენსიის მიმღებთა რაოდენობა გაიზარდა, ასევე, გაიზრდა სახელმწიფო ასიგნებები პენსიებზე. ორგანიზაციის კვლევა 2017-2021 წლებში საქართველოში საპენსიო სისტემას ეხება.

დოკუმენტის მიხედვით, 2017-2022 წლებში საქართველოს მოსახლეობა 38 ათასით შემცირდა და დაახლოებით 3.6 მლნ შეადგინა, ამ პერიოდში კი 31 ათასით გაიზარდა 65 და მეტი წლის მოსახლეობის ოდენობა და 570 ათასს მიაღწია. ამის საპირისპიროდ, შრომისუნარიანი მოსახლეობა (15-64 ასაკობრივი კატეგორია) 101 ათასით შემცირდა და დაახლოებით 2.3 მლნ შეადგინა.

“გასაკვირი არ არის, რომ 2017 წლიდან 2022 წლამდე, შრომისუნარიანი მოსახლეობის კლებასთან და 65 და მეტი წლის ასაკის მოსახლეობის მატებასთან ერთად, მცირდება სამუშაო ძალა და იზრდება პენსიის მიმღებთა რიცხვი. 2017 წლიდან 2021 წლამდე სამუშაო ძალა 7%-ით შემცირდა და 1,534 ათასი ადამიანი შეადგინა. საპირისპიროდ, გაანალიზებულ პერიოდში პენსიის მიმღებთა რაოდენობა 8%-ით გაიზარდა და 794 ათასი ადამიანი შეადგინა. სამუშაო ძალა შემცირდა და პენსიის მიმღებთა რაოდენობა მცირედით გაიზარდა 2022 წლის პირველ კვარტალშიც.

უნდა აღინიშნოს, რომ ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, სამუშაო ძალა კიდევ უფრო შემცირდება და პენსიის მიმღები ადამიანების რაოდენობა გაიზრდება. პროგნოზის მიხედვით, 2030 წლისთვის პენსიის მიმღებთა რაოდენობა 950 ათასს გადააჭარბებს, ხოლო სამუშაო ძალა 1,430 ათასამდე შემცირდება”,-წერია კვლევაში.

აქვე აღნიშნულია, რომ 2017 წლიდან 2021 წლამდე საბაზისო პენსია ლარში 33%-ით გაიზარდა 240 ლარამდე გაიზარდა, თუმცა ლარის გაუფასურების გამო დოლარში ზრდა უმნიშვნელო იყო. პენსიის ოდენობა 72 დოლარიდან 75 დოლარამდე მერყეობდა.

“პენსიის მიმღებთა რაოდენობისა და საბაზისო პენსიის ზრდასთან ერთად, შესამჩნევად გაიზარდა პენსიაზე გამოყოფილი ასიგნებები – 1.69 მილიარდი ლარიდან 2.57 მილიარდ ლარამდე. საშუალო წლიურმა ზრდის ტემპმა კი 11% შეადგინა.

საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ 2017 წლიდან 2022 წლამდე გაიზარდა პენსიის მიმღებთა რაოდენობა. შესაბამისად, გაიზრდა სახელმწიფო ასიგნებები სახელმწიფო პენსიებზე. აღსანიშნავია, რომ გაანალიზებულ პერიოდში სახელმწიფო პენსიის ოდენობა ლარში გაიზარდა. თუმცა, ლარის გაუფასურების გამო, ის დოლარში უცვლელი დარჩა.

ამიტომ, სახელმწიფო პენსიის მსყიდველუნარიანობის და პენსიის ჩანაცვლების კოეფიციენტის არსებული დონის შესანარჩუნებლად, საქართველოს მთავრობამ, 2020 წელს შემოიღო პენსიის ინდექსაცია. ამასთან, საპენსიო სისტემის მდგრადობის უზრუნველსაყოფად 2018 წელს დაინერგა დაგროვებითი საპენსიო სქემაც. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ რეფორმის საწყის ეტაპზე 40 და მეტი წლის ასაკის პირთა 42% გამოვიდა სისტემიდან , იმის შანსი, რომ დაგროვებითმა საპენსიო სქემამ მნიშვნელოვანი ეფექტი იქონიოს პენსიონერების ცხოვრების დონეზე, შესაძლოა დაბალი იყოს”,-აცხადებენ PMC-ში.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესებიდან მხოლოდ 27% ფუნქციონირებს

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის 1-ლი აპრილის მდგომარეობით, საქართველოში 995 678 კომპანიაა რეგისტრირებული, საიდანაც აქტიური მხოლოდ 273 745 სუბიექტია. რეგისტრირებული 995 678 კომპანიიდან, 533 099 სუბიექტის საქმიანობა უცნობია,…

ძალაში შევიდა ცვლილება, რომელიც ქიმიოთერაპიის მედიკამენტები სრულად დაფინანსდებას ითვალისწინებს

ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული პროგრამული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო, სრულად დაფინანსდება.…

საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე ადგილზეა – Numbeo

2024 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე პოზიციაზე აღმოჩნდა. მონაცემებს კლევის პორტალი, Numbeo აქვეყნებს. წინა კვლევასთან შედარებით, რომელიც 2023 წლის შუა პერიოდში…

ევროპის ხუთი უდიდესი სახელმწიფოს რეიტინგი

ევროკავშირი ამ ეტაპზე 27 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს. თითოეული მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებულია, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად და კულტურულად, თუმცა ევროკავშირის ერთიანობას სწორედ მისი წევრების უნიკალურობა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!