პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებას მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი.
ცვლილებების შედეგად ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სამხედრო ვალდებულებისაგან გათავისუფლებისა და სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლების მიზნით, პირის (წვევამდელის, რეზერვისტის) შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის შესახებ მონაცემებს კანონიერად დაამუშავებენ.
„განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძვლებს ახალი საფუძველი დაემატება – პირის (წვევამდელის, რეზერვისტის) შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის შესახებ მონაცემების დამუშავება სამხედრო ვალდებულებისაგან გათავისუფლებისა და სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლების მიზნით, კომიტეტმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.