საპენსიო სააგენტოს დირექტორმა გიორგი დანელიამ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ ის დამსაქმებლები, რომლებიც არასრულად უხდიან დასაქმებულებს საპენსიო შენატანს, ან უქვითავენ დასაქმებულს, მაგრამ საპენსიო ფონდში არ რიცხავენ, დაჯარიმდებიან. ასევე აღნიშნა, რომ საპენსიო ფონდმა ამ კანონპროექტზე მუშაობა უკვე დაასრულა.
კანონის მიღების შემდეგ ამ კომპანიებში დასაქმებულები პენსიისთვის სრულფასოვნად დაზოგვას შეძლებენ, რადგანაც ამჟამად ასეთი კომპანიების მიერ გადახდილ თანხებს საპროცენტო სარგებელი არ ერიცხება.
ამჟამად სახელმწიფო საპენსიო ფონდში განთავსებულია 2.66 მილიარდი ლარი, რაც 1.3 მილიონი ადამიანის საპენსიო დანაზოგს წარმოადგენ.