ფინანსებიდღის სიახლეებიმთავარიმთავარი ამბები

საპენსიო სააგენტომ დოლარის შესყიდვა დაიწყო

0
გაზიარება

საპენსიო სააგენტომ, საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად, მარტის თვის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული და მოიცავს ინფორმაციას საინვესტიციო ამონაგების, აქტივების განაწილების და პორტფელის რისკის პარამეტრების შესახებ დეტალურ ინფორმაციას.

2022 წლის მარტის ანგარიშის მიხედვით, საპენსიო ფონდის აქტივების წმინდა ღირებულება 2.23 მილიარდ ლარს შეადგენს. ფონდის წმინდა ამონაგები 2019 წლიდან 2022 წლის მარტის ჩათვლით 34.6%-ია, ხოლო რეალურმა ამონაგებმა (ინფლაციის გათვალისწინებით) იმავე პერიოდში 3.15% შეადგინა.

ასევე აღსანიშნავია, რომ 2022 წლის მარტის ანგარიშის მიხედვით, საპენსიო ფონდმა დაიწყო დოლარის შესყიდვა და 31 მარტის მდგომარეობით საინვესტიციო პორტფელის 4.2% დოლარშია ინვესტირებული. 2022 წლის 6 აპრილის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში რეგისტრირებულია 1 მილიონ 265 ათას მონაწილე. საინვესტიციო საქმიანობის შედეგად დარიცხულმა სარგებელმა კი 318 მილიონი ლარი შეადგინა. დაგროვებითი პენსიით დღეისათვის 1,698-მა ადამიანმა ისარგებლა.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესებიდან მხოლოდ 27% ფუნქციონირებს

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის 1-ლი აპრილის მდგომარეობით, საქართველოში 995 678 კომპანიაა რეგისტრირებული, საიდანაც აქტიური მხოლოდ 273 745 სუბიექტია. რეგისტრირებული 995 678 კომპანიიდან, 533 099 სუბიექტის საქმიანობა უცნობია,…

ძალაში შევიდა ცვლილება, რომელიც ქიმიოთერაპიის მედიკამენტები სრულად დაფინანსდებას ითვალისწინებს

ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული პროგრამული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო, სრულად დაფინანსდება.…

საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე ადგილზეა – Numbeo

2024 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე პოზიციაზე აღმოჩნდა. მონაცემებს კლევის პორტალი, Numbeo აქვეყნებს. წინა კვლევასთან შედარებით, რომელიც 2023 წლის შუა პერიოდში…

ევროპის ხუთი უდიდესი სახელმწიფოს რეიტინგი

ევროკავშირი ამ ეტაპზე 27 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს. თითოეული მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებულია, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად და კულტურულად, თუმცა ევროკავშირის ერთიანობას სწორედ მისი წევრების უნიკალურობა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!