საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილის გიორგი ჭიჭინაძის განცხადებით, საპენსიო სააგენტოს ჯამური დანაზოგი 4 300 000 000 ლარს შეადგენს – საპენსიო ფონდში სააგენტომ შენატანების სახით 3 460 000 000 ლარი შეიტანა.
ჭიჭინაძის ინფორმაციით, სააგენტო სქემაში სულ 1 297 000 მონაწილეა რეგისტრირებული, საიდანაც 118 000 ადამიანი და 12 260 კომპანია წელს დარეგისტრირდა.
“სააგენტომ 2019 წლიდან 6 900 პირზე გასცა 20 მლნ ლარის ოდენობის პენსია, საიდანაც 2023 წელს 3 535 მონაწილეზე – 13 მლნ ლარი. შესაბამისად, საპენსიო სააგენტო აგრძელებს მონაწილეთა ინტერესებით დაცვის მათ მომსახურებას და 2024 წლიდან საზოგადოების ინფორმირების აქტიურ რეჟიმში გადადის”, – განაცხადა გიორგი ჭიჭინაძე.