განათლებადღის სიახლეებისიახლეები

საქართველო და უკრაინა COST-ის სრულუფლებიანი წევრები გახდნენ

0
გაზიარება

საქართველო და უკრაინა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული თანამშრომლობის ასოციაცია COST-ის სრულუფლებიანი წევრები გახდნენ. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობდა COST-ის ასოციაციაში საქართველოს გაწევრიანების მიმართულებით. ჯერ კიდევ 2021 წლის დეკემბერში, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ევროპული ასოციაცია COST-ის დირექტორთან რონალდ დე ბრუინთან შეხვედრა გამართა და მასთან პირადად განიხილა COST-ში საქართველოს სრულად გაწევრიანების საკითხი.

2022 წლის 14 თებერვალს მიხეილ ჩხენკელმა ასოციაციაში საქართველოს გაწევრიანების შესახებ შესაბამისი განაცხადი გააკეთა. შედეგად, 30-31 მარტს პარიზში უმაღლეს ხელმძღვანელთა კომიტეტისა და გენერალური ასამბლეის სხდომა გაიმართა, სადაც COST-ის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებმა საქართველოსა და უკრაინის ევროპული თანამშრომლობის ოჯახში გაწევრიანებას ერთხმად დაუჭირეს მხარი და ორივე ქვეყანა COST-ის სრულუფლებიანი წევრი გახდა.

„ვულოცავ მთელს საქართველოს, განსაკუთრებით კი ქართულ სამეცნიერო საზოგადოებას მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული თანამშრომლობის ასოციაცია COST-ის სრულუფლებიან წევრობას. ეს გახლავთ კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე. COST-ის უმაღლესი ხელმძღვანელობის მიერ ჩვენს განაცხადზე ერთსულოვნად მიღებული დადებითი გადაწყვეტილება ნათელი დემონსტრირებაა იმისა, რომ საქართველოს სამეცნიერო სფერო ევროპული კვლევითი სივრცის ნაწილია.

მოხარული ვარ, რომ ამიერიდან ქართველ მკვლევრებსა და ინოვატორებს შესაძლებლობა ექნებათ, სრულად ისარგებლონ COST-ის მრავალფეროვანი ქსელური ინსტრუმენტებით, გააფართოონ და გააძლიერონ საერთაშორისო სამეცნიერო კავშირები და უზრუნველყონ თავიანთი კვლევითი პროექტების საერთაშორისო წარმატება.

მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული ასოციაცია COST-ის სრულუფლებიანი წევრი სახელმწიფოს სტატუსი უაღრესად მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რომელიც ჩვენი ქვეყნის სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს, ჩაერთონ ორგანიზაციის სტრატეგიული მომავლის ფორმირების პროცესშიც“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

თავის მხრივ, COST-ის ასოციაციის პრეზიდენტმა პროფესორმა ალენ ბერეცმა საქართველოსა და უკრაინისთვის COST-ის სრულუფლებიანი წევრობის მინიჭების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, ორგანიზაცია ხელს შეუწყობს ამ ორი ქვეყნის ევროპული კვლევებისა და ინოვაციების ლანდშაფტში ინტეგრაციას.

COST-ის ასოციაცია მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში მოქმედ ერთ-ერთ უძველეს ევროპულ ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც 1971 წელს დაფუძნდა.

ორგანიზაციის მიზანია, ხელი შეუწყოს ევროპელ მკვლევრებს შორის კავშირების დამყარებას, ასევე, მათი კვლევითი საქმიანობის შესახებ ცნობადობის გაზრდას სემინარების, ვორქშოფების, კონფერენციების ჩატარების, საზაფხულო სამეცნიერო სკოლების შეთავაზებითა და ერთობლივი პროექტების განხორციელების გზით.

მსგავსი სიახლეები

2023 წელს დაკლებული ქულების გამო მართვის უფლება 242 მოქალაქეს შეუჩერდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2023 წელს დაკლებული ქულების გამო მართვის უფლება 242 მოქალაქეს შეუჩერდა, მათგან ორმა კი გამოცდა ჩააბარა და მართვის მოწმობა თავიდან აიღო. მართვის უფლება ყველაზე მეტ…

ნაკრებს ჯგუფიდან გასვლისთვის ₾30 მლნ-ს გადაეცემა, ყოველი მატჩის მოგებისთვის კიდევ – ₾30 მლნ-ს- ფონდი „ქართუ“

საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით, 30 მილიონ ლარს გადასცემს. ინფორმაცია ამის შესახებ ნათქვამია ფონდი „ქართუს“ განცხადებაში. „საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის…

ბინებზე ფასი 12.9%-ით, ხოლო კერძო სახლებზე 13.3%-ით არის გაზრდილი

2024 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 1.1 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 13 პროცენტი შეადგინა- ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური…

საქართველო ბენზინის ფასის მიხედვით 96 ქვეყანას შორის მე-60 ადგილს იკავებს – Numbeo

Numbeo-მ 96 ქვეყანაში ბენზინის საშუალო ფასი შეისწავლა. კვლევის მიხედვით 1 ლიტრი ბენზინი ყველაზე ძვირი ჰონგ-კონგში, ხოლო ყველაზე იაფი ლიბიაში ღირს. რაც შეეხება საქართველოს, ის 96 ქვეყანას შორის მე-60 ადგილს იკავებს. აღნიშნული…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!