დღის სიახლეებისიახლეები

საქართველო კაბელის მშენებლობისთვის შავი ზღვის ფსკერის შესწავლას 20 მლნ დოლარით დააფინანსებს

0
გაზიარება

საქართველო კაბელის მშენებლობისთვის შავი ზღვის ფსკერის შესწავლას 20 მლნ დოლარით დააფინანსებს – ინფორმაციას ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ავრცელებს

„უშუალოდ ამ პროექტზე მუშაობა ქვეყანამ დაიწყო ჯერ კიდევ გასულ წელს და საქართველო არის პირველი ქვეყანა, რომელიც უკვე ახორციელებს პროექტში ინვესტიციებს; ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომელიც მსოფლიო ბანკის მონაწილეობით მზადდება და რომელიც დასრულდება მომდევნო წელს, სრულად დაფინანსებულია საქართველოს მიერ. ასევე, შეთანხმება მიღწეულია შავ ზღვაში გეოლოგიური კვლევების საქართველოს მიერ დაფინანსებაზე, რომლისთვისაც საქართველო გამოყოფს 20 მილიონ აშშ დოლარს და რომელიც მომავალ წელს განხორციელდება;

პარალელურად, პროექტის განხორციელებაზე და დაფინანსებაზე გასული 18 თვის განმავლობაში მოლაპარაკება მიმდინარეობდა ყველა პარტნიორ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციასთან და თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ინტერესი და მზაობა მათი მხრიდან ყოველთვის იყო და არის ძალიან მაღალი

შავი ზღვის ელექტრო კაბელის პროექტი საქართველოს ინიციატივით გახდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის სამომავლო თანამშრომლობის ერთ-ერთი ფლაგმანი პროექტი. რა თქმა უნდა, ევროკავშირის და ევროკავშირის საფინანსო ინსტიტუტების როლი არის წამყვანი ამ პროცესში;

პროექტი სრულად ცვლის რეგიონის ენერგოუსაფრთხოებას და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევროპის ენერგოუსაფრთხოების სისტემის გაძლიერებაში;საქართველო იქნება მწვანე ენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა ევროკავშირში და რეგიონის ენერგეტიკული ჰაბი; გარდა უდიდესი პოლიტიკური დატვირთვისა, პროექტი ეკონომიკურად არის გამართლებული და დიდ სარგებელს მოუტანს მასში მონაწილე ყველა ქვეყანას და რა თქმა უნდა, საქართველოს,”- ლაშა ხუციშვილი

რამდენიმე დღის წინ საქართველომ, რუმინეთმა, აზერბაიჯანმა და უნგრეთმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე ახალი ენერგეტიკული კაბელის მშენებლობას ითვალისწინებს. ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადებით, პროექტის სავარაუდო ღირებულება 2.3 მილიარდი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ზღვის ფსკერზე 4 თვის დაძველებით ღვინის ფასი 100-150 ლარია

საქართველოში ზღვის ფსკერზე ღვინის დაძველების პროცესი 2020 წლიდან დაიწყო, პროექტს სათავეში "საქართველოს წყალქვეშა ცურვის ასოციაციის" თავმჯდომარე დავით ნიკოლეიშვილი მეგობართან ერთად ჩაუდგა. დავით ნიკოლეიშვილის თქმით…

მარკეტებში 1 კგ იმპორტული ლურჯი მოცვი 164%-იანი ფასნამატით იყიდება და 80 ლარი ღირს

საქართველოში ლურჯი მოცვის იმპორტი მცირედით, 0.2%-ით გაიზარდა. საქსტატის ინფორმაცით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში იმპორტირებულია 177.6 ათასი დოლარის 15.7 ტონა მოცვი, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში 177.3 ათასი…

მსოფლიოს უმდიდრესი მემკვიდრეების ტოპ 10-ეული

Forbes-ის მიხედვით, 66 წლის ინდოელი ბიზნესმენი მუკეშ ამბანი მსოფლიოს უმდიდრეს მემკვიდრედ ითვლება, რომლის ქონებაც 116 მლრდ დოლარად არის შეფასებული. მუკეშმა და მისმა ძმამ, ანილმა უდიდესი ქონება მამისგან, დირუბაი ამბანისგან 2002…

სოფლის მეურნეობაში მშპ-ს წილით საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა

სოფლის მეურნეობაში მშპ-ს წილით საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა, ხოლო პირველ ადგილს სომხეთი იკავებს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2011 წლიდან 2023 წლამდე მონაკვეთში, სოფლის…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!