The Henley Passport Index-ში საქართველო 4 პოზიციით დაწინაურდა გასულ წელთან შედარებით და 52-ე ადგილიდან 48-ე ადგილზეა. ინდექსი ეყრდნობა საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) მონაცემებს და პასპორტების რეიტინგს ადგენს იმის მიხედვით, თუ რამდენ ქვეყანაში შეუძლიათ ამ პასპორტის მფლობელებს უვიზოდ შესვლა.
მიმდინარე წლის პირველ კავარტალში საქართველო 50-ე ადგილზე იყო 116 მიმართულებით, მეორე კვარტალში კი მიმართულებების რაოდენობა ერთით გაიზარდა და 117-ს შეადგენს.
The Henley Passport Index ყოველ კვარტალში ახლდება და მოიცავს 199 განსხვავებულ პასპორტსა და 227 სხვადასხვა სამოგზაურო დანიშნულების ადგილს.
რეიტინგის საწყის ათეულში არიან:
- სინგაპური – 192 მიმართულება;
- გერმანია – 190 მიმართულება;
- იტალია – 190 მიმართულება;
- ესპანეთი – 190 მიმართულება;
- ავსტრია – 189 მიმართულება;
- ფინეთი – 189 მიმართულება;
- საფრანგეთი – 189 მიმართულება;
- იაპონია – 189 მიმართულება;
- ლუქსემბურგი – 189 მიმართულება;
- სამხრეთ კორეა – 189 მიმართულება.