საქართველო ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის (American Association of Wine Economists-AAWE) 2022 წლის რეიტინგში ბოთლის ღვინის მთავარ ექსპორტიორ 50 უმსხვილეს ქვეყნებს შორის მე-15 ადგილს იკავებს. ინფორმაცია რეიტინგთან დაკავშირებით ასოციაციის facebook-გვერდზე ქვეყნდება.
ასოციაციის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოს ღვინის ექსპორტმა 248,16 მლნ დოლარი შეადგინა, ხოლო ქვეყნიდან 99,76 მლნ ლიტრი ღვინო გავიდა. ლიტრი ღვინის საექსპორტო ფასი 2,49 დოლარს შეადგენდა.
ბოთლის ღვინის 2022 წლის მთავარი ექსპორტიორი ქვეყნების ტოპ 10-ეულია:
- საფრანგეთი – ექსპორტის ღირებულება 7,708 მლრდ დოლარი; ექსპორტირებულ იქნა 1,029 მლრდ ლიტრი; ერთი ლიტრის ფასი 7,49 დოლარი.
- იტალია – 5,529 მლრდ დოლარი; 1,235 მლრდ ლიტრი; 4,48 დოლარი
- ესპანეთი – 1,971 მლრდ დოლარი; 712 მლნ ლიტრი; 2,77 დოლარი
- ჩილე – 1,560 მლრდ დოლარი; 485 მლნ ლიტრი; 3,21 დოლარი
- აშშ – 1,227 მლრდ დოლარი; 146 მლნ ლიტრი; 8,43 დოლარი
- ავსტრალია – 1,045 მლრდ დოლარი; 224 მლნ ლიტრი; 4,67 დოლარი
- ახალი ზელანდია – 1,036 მლრდ დოლარი; 169 მლნ ლიტრი; 6,12 დოლარი
- პორტუგალია – 887 მლნ დოლარი; 250 მლნ ლიტრი; 3,55 დოლარი
- გერმანია – 884 მლნ დოლარი; 259 მლნ ლიტრი; 3,42 დოლარი
- არგენტინა – 737 მლნ დოლარი; 191 მლნ ლიტრი; 3,85 დოლარი