მოგზაურობაRSS კატეგორიადღის სიახლეებიტურიზმი, დასვენება და გართობა

საქართველოდან აშშ-ს მიმართულებით ფრენა Condor Airlines-ის მეშვეობითაც იქნება შესაძლებელი

0
გაზიარება

ქართულ ავიაბაზარზე ოპერირება ახალმა გერმანულმა კომპანიამ, Condor Airline-მა დაიწყო, რომელიც მგზავრებს, სხვა ქვეყნების გარდა, შეერთებული შტატების მიმართულებითაც მოემსახურება.

კომპანია Condor Airlines-ის საქართველოში ოპერირების დაწყების მიზეზი, თბილისსა და ფრანკფურტს შორის გაზრდილი მგზავრთანაკადია. გერმანულ ქალაქში პირდაპირი ავიამიმოსვლის გარდა, იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია ამერიკულ ბაზარზეცაა წარმოდგენილი, რეისები საქართველოდან შეერთებული შტატების მიმართულებითაც განხორციელდება, რაც მეტად შეუწყობს ხელს როგორც კონკურენტუნარიანობის ზრდას, ასევე, მომხმარებლებს მისცემს არჩევანის საშუალებას.

გერმანული Condor Airlines 1955 წელს დაფუძნდა. მისი ძირითადი მიმართულებებია ხმელთაშუაზღვისპირეთი, აზია, აფრიკა, სამხრეთი, ჩრდილოეთი ამერიკის კონტინენტები და კარიბის ზღვის ყურის არეალი. კომპანიის მთავარი ბაზა ფრანკფურტის აეროპორტშია, ხოლო მეორე ჰაბი მიუნხენშია წარმოდგენილი. დღესდღეობით, ავიაბრენდის მფლობელობაში Boeing 757-ისა და Airbus 321-ის საჰაერო ხომალდებია. ფრანკფურტი-თბილისი-ფრანკფურტის ხაზზე ფრენები კვირაში ორჯერ, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას, სწორედ ამ თვითმფრინავებით სრულდება. გარდა ამისა, 2021 წლის ივლისის სტატისტიკური მონაცემებით, კომპანიის ბალანსზე 50-მდე მსგავსი ტიპის საჰაერო ხომალდია.

მსგავსი სიახლეები

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

ელექტროენერგიის ექსპორტი თითქმის 15-ჯერ გაიზარდა

წელს 3 თვეში, ელექტროენერგიის ექსპორტი  წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის, 15-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს 3 თვეში ქვეყნიდან 20,299 მლნ კვტ.სთ (1,263 მლნ აშშ დოლარი) ელექტროენერგია…

2024 წლის საქართველოში იახტების იმპორტი 48.5%-ით გაიზარდა

2024 წლის იანვარ-მარტში საქართველომ 639 510 აშშ დოლარის იახტები (იახტები და სხვა მოცურავე საშუალებები დასვენების ან სპორტისათვის) იყიდა. მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოში 328 830 აშშ დოლარის ღირებულების…

28 ივლისს Black Sea Arena-ზე ბრიტანული ბენდის Massive Attack-ის კონცერტი გაიმართება

სახელმწიფო პროგრამა Starring Georgia-ს ფარგლებში 28 ივლისს Black Sea Arena-ზე ბრიტანული ბენდის Massive Attack-ის კონცერტი გაიმართება. ინფორმაციას Black Sea Arena-ს ადმინისტრაცია ავრცელებს. ბილეთების გაყიდვა ხვალ - 25 აპრილს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!