გურიადღის სიახლეებიეკონომიკარეგიონებისაინტერესო სიახლეებისიახლეები

,,საქართველოს ბანკი” მხარდაჭერით გურიაში, მოცვის პლანტაცია გაშენდა

0
გაზიარება

„საქართველოს ბანკი“ ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით გურიაში, სოფელ ბაილეთში 1 ჰა-ზე მოცვის პლანტაცია გაშენდა. პროექტის საერთო ღირებულება 120 000 ლარია. ბანკის ინვესტიცია კი 100 000 ლარს შეადგენს.

„მას შემდეგ რაც გადავწყვიტეთ, საკუთარ ნაკვეთზე მოცვი გაგვეშენებინა, მივმართეთ საქართველოს ბანკს, რომელმაც მხარდაჭერა გაგვიწია და ფაქტიურად სტარტაპს დაგვიდგა გვერდით. ამჯერად გვაქვს პლანტაცია 1ჰა-ზე, თუმცა ვფიქრობთ სამომავლოდ კიდევ უფრო გავფართოვდეთ. ჩვენი გათვლებით, მოსავლის მოსალოდნელი რაოდენობა 10-12 ტონა იქნება, რომლის რეალიზაციასაც, საწყის ეტაპზე, ადგილობრივ ბაზარზე მოვახდენთ“, – ამბობს მცირე მეწარმე ჟონდერ ჩხარტიშვილი.

„საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს, ხელი შეუწყობს დამწყებ ბიზნესებს, განსაკუთრებით კი რეგიონებში. მიგვაჩნია, რომ ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონის, ამ შემთხვევაში კი გურიის განვითარებას. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მცირე მეწარმეების მხარდაჭერას, რომ მათ ირწმუნონ საკუთარი თავის, დაიწყონ ან განავითარონ ბიზნესი და ამით წვლილი შეიტანონ ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებაში“,- განაცხადა გიორგი ბოჩიკაშვილმა, “საქართველოს ბანკის” მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსმა.

მსგავსი სიახლეები

ზღვის ფსკერზე 4 თვის დაძველებით ღვინის ფასი 100-150 ლარია

საქართველოში ზღვის ფსკერზე ღვინის დაძველების პროცესი 2020 წლიდან დაიწყო, პროექტს სათავეში "საქართველოს წყალქვეშა ცურვის ასოციაციის" თავმჯდომარე დავით ნიკოლეიშვილი მეგობართან ერთად ჩაუდგა. დავით ნიკოლეიშვილის თქმით…

მარკეტებში 1 კგ იმპორტული ლურჯი მოცვი 164%-იანი ფასნამატით იყიდება და 80 ლარი ღირს

საქართველოში ლურჯი მოცვის იმპორტი მცირედით, 0.2%-ით გაიზარდა. საქსტატის ინფორმაცით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში იმპორტირებულია 177.6 ათასი დოლარის 15.7 ტონა მოცვი, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში 177.3 ათასი…

მსოფლიოს უმდიდრესი მემკვიდრეების ტოპ 10-ეული

Forbes-ის მიხედვით, 66 წლის ინდოელი ბიზნესმენი მუკეშ ამბანი მსოფლიოს უმდიდრეს მემკვიდრედ ითვლება, რომლის ქონებაც 116 მლრდ დოლარად არის შეფასებული. მუკეშმა და მისმა ძმამ, ანილმა უდიდესი ქონება მამისგან, დირუბაი ამბანისგან 2002…

სოფლის მეურნეობაში მშპ-ს წილით საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა

სოფლის მეურნეობაში მშპ-ს წილით საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა, ხოლო პირველ ადგილს სომხეთი იკავებს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2011 წლიდან 2023 წლამდე მონაკვეთში, სოფლის…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!