საქართველოს ბანკისა და „მონოლით ჯგუფის“ 8 წლიანი პარტნიორობა წარმატებით გრძელდება. მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. პარტნიორობის საფუძველზე, 17 მლნ. დოლარის მოცულობის ინვესტიციით „მონოლით ჯგუფის“ მორიგი პროექტი – „Monolith Green City” ხორციელდება.
ახალი კომპლექსი ქალაქის ხმაურისგან მოშორებით, თბილისის ძველ უბანში, ორთაჭალაში, შენდება. „Monolith Green City” 23 საცხოვრებელ კორპუსს,ვრცელ რეკრეაციულ ზონებს, საბავშვო ბაღს, სკოლას, კომერციულ ობიექტებს, სპორტულ მოედნებს, საცურაო აუზს, სასეირნო, სარბენ და ველო ბილიკებს გააერთიანებს. პროექტის ჯამური ფართობი 12 ჰა-ს აღემატება.
აღსანიშნავია, რომ „Monolith Green City” -ის მშენებლობისას მხოლოდ მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალები და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები გამოიყენება, რაც 40%-მდე დაზოგავს კომუნალურ გადასახადებს.
„Monolith Green City” თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსია, სადაც სიმწვანე, სუფთა ჰაერი და მშვიდი გარემო მობინადრეებს შესაძლებლობას მისცემს, იცხოვრონ ქალაქის გულში, ეკოლოგიურად სუფთა და მწვანე გარემოში. მონოლით ჯგუფის მიზანია ქართულ სამშენებლო ბაზარზე დაამკვიდროს მშენებლობის მაღალი სტანდარტი, ყოველთვის დააკმაყოფილოს მომხმარებლის სურვილები და უპასუხოს ახალ გამოწვევებს. მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკთან პარტნიორობით შესაძლებლობა გვეძლევა სისრულეში მოვიყვანოთ ჩვენი ჩანაფიქრები და მაცხოვრებლებს კომფორტული და მშვიდი გარემო შევთავაზოთ“, – აცხადებს „მონოლით ჯგუფის“ წარმომადგენელი, ნუკი პაიჭაძე.
“მონოლით ჯგუფისა“ და საქართველოს ბანკის პარტნიორობით, წლების მანძილზე არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა, მათ შორის: მონოლით სითი, მონოლითი ორთაჭალა, სასტუმრო „ბიოგრაფი“ და სხვა. ჯგუფის მიმდინარე პროექტი განსაკუთრებულია, რადგან კომპლექსი მხოლოდ 2,5 კილომეტრითაა დაშორებული ისეთი ადგილებიდან, როგორიცაა ბოტანიკური ბაღი, აბანოთ უბანი, ნარიყალას ციხე, მეტეხის ხიდი, რიყის მოედანი და სხვა. ულამაზესი პანორამული ხედებითა და დენდროლოგიური ბაღებით გარშემორტყმული კომპლექსი დარწმუნებული ვართ, მობინადრეებს მაქსიმალური კომფორტითა და სიმშვიდით უზრუნველყოფს. გვინდა, სამომავლო საქმიანობაში ჯგუფს წარმატება ვუსურვოთ.ჩვენ კი კვლავ აქტიურად ვაგრძელებთ დეველოპერული და სამშენებლო ბიზნესის მხარდაჭერას “, – განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის ხელმძღვანელმა, ერეკლე ვაშაყმაძემ.