დღის სიახლეებისიახლეები

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რიგით მესამე კრიპტობირჟა დაარეგისტრირა

0
გაზიარება

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რიგით მესამე კრიპტობირჟა -„ბიტანიკაზე“ დაარეგისტრირა, რომელმაც VASP-ის (ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი) რეგისტრაცია 5 მარტს გაიარა.

2023 წლის ნოემბერში დარეგისტრირდა „ნიუ დიჯითალ თექნოლოჯიზ“, ხოლო 2024 წლის თებერვალში – „დიჯიტალ ლეჯერ ტექნოლოჯის“.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, „ნიუ დიჯითალ თექნოლოჯიზ“-ის 100%-ან წილს სააქციო საზოგადოება “იმანი ჯორჯია ფლობს”, დირექტორია ალექსი ბასიაშვილი.

„დიჯიტალ ლეჯერ ტექნოლოჯი“-ს აქციების სრული პაკეტის მფლობელია შპს მედიჩი პარტნერსი, დირექტორია ხვიჩა კოპინაძე.

რაც შეეხება „ბიტანიკას“ , სამეწარმეო რეესტრში არ იძებნება, ხოლო ეროვნული ბანკის მონაცემებით, დირექტორია ვახტანგ ჭითავა.

ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი არის პირი, რომელიც ახორციელებს სხვა პირის სასარგებლოდ ვირტუალური აქტივის მომსახურებას. ვირტუალური აქტივის მომსახურებაში შემავალი საქმიანობებია:

  • კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის
  • ურთიერთგადაცვლა (მათ შორის, თვითმომსახურების კიოსკის მეშვეობით) ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაში, სხვა ვირტუალურ აქტივში ან ფინანსურ ინსტრუმენტში; • კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის გადაცემა;
  • კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ან მისი გამოყენებისთვის საჭირო ინსტრუმენტის შენახვა/ადმინისტრირება, რაც ვირტუალურ აქტივზე კონტროლის საშუალებას იძლევა;
  • კონვერტირებადი ვირტუალური აქტივებისგან შემდგარი პორტფელის მართვა (გარდა კოლექტიური პორტფელის მართვისა);
  • კონვერტირებადი ვირტუალური აქტივების სავაჭრო პლატფორმის ადმინისტრირება;
  • კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის სესხად გაცემა;
  • კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზება ან/და პირველად შეთავაზებასთან დაკავშირებული მომსახურება.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!