დღის სიახლეებისიახლეები

საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ სერტიფიცირებული საშუამავლო კომპანიის მიერ

0
გაზიარება

მთავრობამ საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიცირების წესი დაამტკიცა.

დადგენილებაშია აღნიშნული, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ საშუამავლო კომპანიის მიერ, რომელიც ფლობს შესაბამის სერტიფიკატს.

წესის თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროს დაევალა, 2023 წლის 1-ელ სექტემბრამდე დაამტკიცოს საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიკატის სტანდარტული ფორმა.

მთავრობის მიერ შემუშავებული წესის თანახმად, სერტიფიკატი გაიცემა კონკრეტულ საშუამავლო კომპანიაზე და დაუშვებელია სერტიფიკატის სხვა იურიდიულ ან/და ფიზიკურ პირზე ნებისმიერი ფორმით გადაცემა. ამასთან, სერტიფიცირების აუცილებელი წინაპირობაა საშუამავლო კომპანიის რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში.

საშუამავლო კომპანიის სერტიფიცირებისათვის აუცილებელია, რომ პირი ფლობდეს ამავე წესით განსაზღვრულ მატერიალურ-ტექნიკურ და ადამიანურ რესურსს. მათ შორის, ფლობს (საკუთრების ან სარგებლობის უფლებით), სულ მცირე, საშუამავლო კომპანიის საქმიანობის განმახორციელებელ ერთ პირზე 10 მ​2 კეთილმოწყობილ ფართს, ხოლო ყოველი დამატებითი დასაქმებულის შემთხვევაში, მისი კვადრატულობა არანაკლებ 4 მ​2-ით იზრდება; არის სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისათვის შესაფერისი გარემო, მათ შორის, ბუნებრივი განათების შესაძლებლობა, გათბობის საშუალებები და მოწესრიგებული სველი წერტილები; აქვს ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სისტემა, თვალსაჩინო ადგილას გამოკრული ევაკუაციის გეგმა და პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის საშუალება; არის შექმნილი სათანადო გარემო სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის; აღჭურვილია სათანადო ინვენტარით და ა.შ.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!