დღის სიახლეებისიახლეები

„საქართველოს კაპიტალის“ აქციების ფასი 4.97%-ით გაიზარდა

0
გაზიარება

Galt&Taggart-ის 8 აპრილის კვირის მიმოხილვის მიხედვით, Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციების ფასი, გასულ თვესთან შედარებით, 4.97%-ით გაიზარდა.

საქართველოს კაპიტალის ფინანსური დირექტორის, გიორგი ალფაიძის განცხადებით, აქციების ფასის ზრდა  გლობალურ ბაზარზე არსებულ მდგომარეობას უკავშირდება.

მსოფლიო ბაზარზე არის მოლოდინი საპროცენტო განაკვეთის შემცირებასთან დაკავშირებით, რაც აქციების ფასის ზრდას განაპირობებს. ამასთანავე, მეორე ფაქტორი უკავშირდება მშპ-ს მზარდ ტემპს.

„ეს ტენდენცია რამდენიმე მნიშვნელოვანი თემის შედეგია: პირველი, გლობალურ ბაზრებზე არსებული მდგომარეობა – თუ დააკვირდებით ბოლო 6 თვეა არის ტენდენცია, როდესაც ელოდებიან, რომ საპროცენტო განაკვეთები შემცირდება, რაც იწვევს სხვადასხვა აქციების ფასების ზრდას, მათ შორის ერთ-ერთი მიზეზი ესეც არის ჩვენი. მეორე და ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი, არის ქვეყნის მშპ-ს ზრდის ტემპი. როგორც იცით, შარშანდლამდე ორი წელია 10%-ზე მეტით გავიზარდეთ, შარშანაც მნიშვნელოვანი ზრდა იყო და წელსაც, როგორც ვუყურებთ, ჯერჯერობით 2 თვის საშუალო რაც ვიცით, 7%-ზე მეტია. შესაბამისად, ეს ზრდის ინვესტორების დაინტერესებას საქართველოს მიმართ, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისა, თუ რატომ გაიზარდა საქართველოს კაპიტალის აქციის ფასი“, – განაცხადა გიორგი ალფაიძემ.

 

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!