დღის სიახლეებისიახლეები

საქართველოს მასშტაბით, სტუდენტური ჰაკათონი “ხელოვნური ინტელექტი კიბერუსაფრთხოებაში”  სტარტს იღებს

0
გაზიარება

BTU-ს ორგანიზებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სტუდენტური ჰაკათონი “ხელოვნური ინტელექტი კიბერუსაფრთხოებაში”  სტარტს იღებს

15,000₾ საპრიზო ფონდით, ჰაკათონი აქტიური სტატუსის მქონე საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტისთვის ღიაა.

ჰაკათონი AI MARATHON-ის ფარგლებში გაიმართება. მარათონი ხელოვნური ინტელექტის გარშემო, სხვადასხვა კონკურსებს, ჩემპიონატებს და ღონისძიებებს გააერთიანებს და მასში ათაოსბით სტუდენტი, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიიღებს მონაწილეობას.

ჰაკათონზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 10 ივნისამდე გაგრძელდება. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გუნდები ორ ეტაპს გაივლიან. გუნდი ავსებს ერთგვერდიან დოკუმენტს, რომელშიც თავიანთი კონკრეტული პროექტის (AI-სა და კიბერუსაფრთხოების) აღწერას წარმოაჩენს;
პროექტების გამოგზავნის შემდეგ, გუნდებს ექნებათ ინდივიდუალური გასაუბრება მენტორებთან, რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბდება მეორე ტურში გადასული გუნდების სია. მეორე ტურში გადასული გუნდები კი უშუალოდ დემო დღეზე, 25 ივნისს გააკეთებენ თავიანთი პროექტების პრეზენტაციას ჟიურისა და დამსწრე საზოგადოების წინაშე;

25 ივნისს, დემო დღეზე გამოვლინდება 3 გამარჯვებული გუნდი. საპრიზო ფონდი კი შემდეგნაირად გადანაწილდება:

I ადგილი – 7000 ლარი;
II ადგილი – 5000 ლარი;
III ადგილი – 3000 ლარი.

ჰაკათონში სტუდენტებს მონაწილეობა გუნდურად შეუძლიათ. გუნდში სტუდენტების რაოდენობა განისაზღვრება 2-დან 4 მონაწილემდე.

გამარჯვებული გუნდები საინვესტიციო თანხას იდეის პროტოტიპის განვითარებაში გამოიყენებენ.

რეგისტრაციის მიმდინარეობს აღნიშნულ ბმულზე.

ჰაკათონი იმართება MIT — Martin Trust Center-ის მხარდაჭერით და მის ფარგლებში ჩატარდება ვებინარი ჰაკათონის მონაწილეებისთვის.

ჰაკათონის პარტნიორები:

პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერული საერთაშორისო კომპანია “Webiz”, ციფრული ბანკინგის პლატფრომა “Space International”  და საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანია “Exadel”.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!