დღის სიახლეებისიახლეები

საქართველოს მოქალაქეები შესაძლოა ფინეთსა და კვიპროსში დასაქმდნენ

0
გაზიარება

საქართველოს მოქალაქეებს შესაძლოა, ფინეთსა და კვიპროსში დასაქმების შესაძლებლობაც მიეცეს, ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ ბარკალაიას  განცხადებით, კონკრეტული გადაწყვეტილებები მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც სამუშაო ძალის საჭიროებაზე ხელახალი კვლევის შედეგები დაიდება.

„უკრაინაში ომისა და ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებში მიგრაციული პროცესების გამო, ზოგადად, ევროკავშირის ქვეყნებმა ცირკულარული მიგრაციის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერეს. ადგილობრივ ბაზარზე სამუშაო ძალის საჭიროებების ხელახალი გადაფასება ხდება. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან უკვე შემდეგ ნაბიჯებს, თუმცა ჩვენი მხრიდან სრული მზაობაა.ამ ეტაპზე, მოლაპარაკებები მიმდინარეობს როგორც ფინეთთან, ასევე კვიპროსთან. ცირკულარული მიგრაცია დამოკიდებულია შრომის ბაზარზე სამუშაო ძალის საჭიროებაზე. შესაბამისად, სამუშაო ძალის საჭიროებაზე ხელახალი კვლევის შედეგებს ელოდებიან ჩვენი პარტნიორი ქვეყნები და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება ჩვენთვის ცნობილი, რა მოლოდინები აქვთ მათ. როგორც ვერ იტყვი, უკრაინის ომს, რა ვადაში შეიძლება ჰქონდეს დასასრული, ასევე რთულია მიგრაციული პროცესების წინასწარ განჭვრეტა“, – განაცხადა ბარკალაიამ.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!