საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს თურქეთთან დღეს, 18 ივნისს გამართავს, რომელიც დორტმუნდის „BVB არენაზე“ თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
22 ივნისს საქართველოს ნაკრები ჰამბურგში ჩეხეთს დაუპირისპირდება, ხოლო 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს.
მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა თამაშს აჩვენებენ, დასწრება უფასო იქნება.