დღის სიახლეებისიახლეები

საქართველოს ხაჭოსა და ყველის იმპორტი გაუძვირდა

0
გაზიარება

საქსტატის მონაცემების თანახმად 2023 წლის იანვარ-აპრილში ქვეყანაში 10.1 მლნ აშშ დოლარის 1 825 ტონა ყველი და ხაჭო შემოვიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 5.2 მლნ აშშ დოლარის 1 254 ტონა პროდუქტი. შესაბამისად გასულ წელს თუ ერთი ტონა ყველისა და ხაჭოს იმპორტი საშუალოდ 4 146 დოლარი გვიჯდებოდა, წელს ფასი 5 534 დოლარამდე გაიზარდა.

10 ქვეყანა, სადაც საქართველომ ყველაზე დიდი მოცულობით ხაჭო და ყველი იყიდა:

  • გერმანია – 1.7 მლნ აშშ დოლარის 302.5 ტონა
  • თურქეთი – 1.6 მლნ აშშ დოლარის 406.2 ტონა
  • პოლონეთი – 1.2 მლნ აშშ დოლარის 232.2 ტონა
  • რუსეთი – 1.1 მლნ აშშ დოლარის 261.5 ტონა
  • საფრანგეთი – 906.7 ათასი აშშ დოლარის 87.6 ტონა
  • ნიდერლანდები – 870.4 ათასი აშშ დოლარის 127.3 ტონა
  • დანია – 578.9 ათასი აშშ დოლარის 75 ტონა
  • იტალია – 530 ათასი აშშ დოლარის 50.4 ტონა
  • ფინეთი – 355.5 ათასი აშშ დოლარის 61.4 ტონა
  • ბელარუსი – 200.1 ათასი აშშ დოლარის 40.5 ტონა

საქართველომ ექსპორტზე 2023 წელს მხოლოდ 525.1 ათასი აშშ დოლარის 68.5 ტონა ხაჭო და ყველი გაყიდა.

ქვეყნები, სადაც საქართველომ ხაჭო და ყველი ექსპორტზე გაიტანა:

  • აშშ – 283.3 ათასი აშშ დოლარის 23.1 ტონა
  • სომხეთი – 235.9 ათასი აშშ დოლარის 44.8 ტონა
  • ჰონ-კონგი – 5.3 ათასი აშშ დოლარის 0.38 ტონა
  • თურქეთი – 0.56 ათასი აშშ დოლარის 0.10 ტონა

მსგავსი სიახლეები

2024 წელს კომერციულმა ბანკებმა 711.8 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს

2024 წლის იანვარ-მარტში კომერციულმა ბანკებმა 711.845 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, საიდანაც 234.936 მლნ ლარი იანვარზე, 225.636 მლნ ლარი თებერვალზე, 251.273 მლნ ლარი კი მარტზე მოდის. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ…

დღეიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი გახდა – ბილეთის ფასი 5 ევროა

დღეიდან, 25 აპრილიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი ხდება. ქალაქში შესასვლელი ბილეთის ფასი 5 ევროა (5.3 დოლარი). ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ იტალია გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც მსგავსი…

Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა

საქართველოში გადასახადების შემდგომი საშუალო თვიური სუფთა ხელფასი 1 300 ლარია. მსოფლიოში ყველაზე დიდ მონაცემთა ბაზის Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა. შედარებისთვის:…

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!