საქართველო-გაერთიანებული სამეფოს სავაჭრო ბრუნვა 2022 წელს 123 მილიონ 309 ათას დოლარი იყო. 2021 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 16.6%-ით გაიზარდა. უნდა აღვნიშნოთ, რომ ორი ქვეყნის სავაჭრო ბრუნვა პანდემიის დაწყების წელს ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე იყო და 96 მლნ დოლარს შეადგენდა.
ქვეყნებს შორის ვაჭრობაში ექსპორტს მცირე წილი უკავია. დიდ ბრიტანეთში საქონლის რეალიზებით გასული წლის განმავლობაში საქართველომ მხოლოდ 15 მილიონ 720 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. 2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით კლება 34.6%-ია.
დიდ ბრიტანეთში ექსპორტირებული საქონლის რეიტინგი, რომლის ღირებულება 1 მლნ დოლარს აღემატებოდა:
- ძვირფასი ლითონების ნაკეთობები – 3.7 მლნ დოლარი, 0.07 ტონა;
- ფეროშენადნობები – 2.1 მლნ დოლარი, 1 546 ტონა;
- ყურძნის ნატურალური ღვინოები – 1.6 მლნ დოლარი, 483 ტონა;
- ეთილის სპირტი არადენატურირებული = 1.6 მლნ დოლარი, 105 ტონა;
- ინიციატორები, დამაჩქარებლები რეაქციებისა და კატალიზატორები – 1.4 მლნ დოლარი, 0.02 ტონა;
- მანგანუმის ოქსიდები – 1 მლნ დოლარი, 1 250 ტონა.
იმპორტის წილი ვაჭრობაში ძირითადია და გასული წლის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში სხვადასხვა დასახელების საქონლის შესაძენად 107 მილიონ 588 ათასი დოლარი გავიდა. იმპორტი 31.7%-ით მეტია 2021 წლის მაჩვენებელზე.
TOP-10 იმპორტირებული საქონლის რეიტინგი:
- მსუბუქი ავტომობილები – 17 მლნ დოლარი;
- ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები – 14.5 მლნ დოლარი;
- ეთილის სპირტი არადენატურირებული – 7.5 მლნ დოლარი, 752 ტონა;
- სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – 5.2 მლნ დოლარი, 27 ტონა;
- ავტომანქანების ნაწილები, ექსპლუტაციაში ნამყოფი – 4.7 მლნ დოლარი, 2 820 ტონა;
- ტანსაცმელი და ნაწარმი ნახმარი – 2.8 მლნ დოლარი, 1 103 ტონა;
- გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები – 2.8 მლნ დოლარი, 28 ტონა;
- დანარჩენი საქონელი – 2.7 მლნ დოლარი;
- ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტები – 2.1 მლნ დოლარი, 4 ტონა;
- სხვა ნაკეთობები ძვირფასი ლითონებისაგან – 1.6 მლნ დოლარი.