სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2022 წლის მონაცემებით, 15-29 წლის მოქალაქეთა რაოდენობა საქართველოში 608 400 კაცს შეადგენს, აქედან სამუშაო ძალას 269 600 კაცი წარმოადგენდა.
შესაბამისად, ეს იყო იმ შრომისუნარიან ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც ან დასაქმებულები იყვნენ, ან აქტიურად ეძებდნენ სამსახურს და მზად იყვნენ მუშაობის დასაწყებად. ხოლო დანარჩენი 338 800 15-29 წლის ადამიანს სხვადასხვა გარემოებების გამო მუშაობა არ შეეძლო (მაგალითად, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ან პატიმარი იყო) ან არ ეძებდა სამსახურს (მაგალითად, სკოლის მოსწავლეები).
საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს 15-29 წლის 608 400 მოქალაქიდან ხანგრძლივი დროით უმუშევარი იყო – 22 800 კაცი (ხანგრძლივი დროით უმუშევრად ითვლება პირი, რომელიც უმუშევარია 12 თვის ან მეტი ხნის განმავლობაში)
ხანგრძლივი დროით უმუშევართა წილი ზოგადად უმუშევრებში 28.2%-ს შეადგენდა.
საქსტატის ოფიციალური მონაცემებიდან ჩანს, 15-29 წლის მოსახლეობაში უმუშევრობის დონე 30%-ს შეადგენს.