საქართველოში ათობით ათასი ადამიანის თვიური დეკლარირებული შემოსავალი 100 ლარი ან ნაკლებია. 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი კი, მხოლოდ 735 ფიზიკურ პირს აქვს.
მარტში ყველაზე დაბალშემოსავლიანმა ფიზიკურმა პირებმა ჯამში 2.047 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს. 17 აპრილის მონაცემებით, ასეთი სულ 72 389 მოქალაქე იყო. ხელფასის სახით კი, 100 ლარი ან ნაკლები 16 766-მა პირს ჩაერიცხა.
100 ლარზე მეტი და 200 ლარზე ნაკლები შემოსავალი 35 057 ფიზიკურ პირს ჰქონდა.
ფიზიკური პირების შემოსავალი 2022 წლის მარტი / 17 აპრილის მონაცემებით:
• 0-100 ლარი – 72 389 პირი / დასაბეგრი შემოსავალი – 2.047 მლნ ლარი
• 100- 200 ლარი – 35 057 პირი / დასაბეგრი შემოსავალი – 5.591 მლნ ლარი
• 1200 – 2400 ლარი – 274131 პირი / დასაბეგრი შემოსავალი – 455. 27 მლნ ლარი
• 90 000 – 100 000 ლარი – 105 პირი / დასაბეგრი შემოსავალი 9.94 მლნ ლარი
• 100 000 და მეტი – 735 პირი / დასაბეგრი შემოსავალი 332.8 მლნ ლარი.