დღის სიახლეებისიახლეები

საქართველოში პირველად მოხმარების 9 ძირითადი პროდუქტის ფასნამატი 31-818% მერყეობს

0
გაზიარება

საქართველოში იმპორტირებული პროდუქციის ნაწილს საიმპორტო ფასზე გაცილებით ძვირად ვყიდულობთ. რამდენ პროცენტიანი ფასნამატით იყიდება საქართველოში კანონით განსაზღვრული პირველადი მოხმარების 9 ძირითადი პროდუქტი: მზესუმზირის ზეთი, ბრინჯი, წიწიბურა, მაკარონის ნაწარმი, ფქვილი, ლობიო, შაქარი, ხორბალი და რძის ფხვნილი.

ზეთი – იანვარ-თებერვალში საქართველოში 5,731 მლნ დოლარის 5,726 ტონა მზესუმზირის ზეთი შემოვიდა.
საანგარიშო პერიოდში ქვეყანას 1 ლიტრი ზეთის იმპორტი 1 დოლარი (კურსით 2,68 ლარი) დაუჯდა.
1 ლიტრი იმპორტული მზესუმზირის ზეთი სუპერმარკეტებში 3,50 ლარიდან 6 ლარის ფარგლებში მერყეობს, შესაბამისად იმპორტირებული ზეთი ქსელურ მარკეტებში მინიმუმ 31-124%-იანი ფასნამატით იყიდება.

ბრინჯი – საქართველოში იმპორტირებულია 1,648 მლნ დოლარის 2,258 ათასი ტონა ბრინჯი. 1 კგ ბრინჯის იმპორტი საქართველოს აღნიშნულ პერიოდში 0.73 დოლარი (კურსით 1,95 ლარი) უჯდებოდა. 1კგ ბრინჯის ფასი სუპერმარკეტებში 9,7 ლარიდან 12,20 ლარამდე მერყეობს. მონაცემების თანახმად, მარკეტებში 1კგ ბრინჯს 397-526%-იანი ფასნამატით ვყიდულობთ.

წიწიბურა – მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში 201 ათასი დოლარის 389 ტონა წიწიბურა ვიყიდეთ. ქვეყანას 1 კგ წიწიბურას იმპორტი 0.52 დოლარი (კურსით 1,4 ლარი) დაუჯდა.  1 კგ იმპორტული წიწიბურა მარკეტებში 4.90 ლარიდან 12,40 ლარამდე ღირს, შესაბამისად 1 კგ წიწიბურა მარკეტებში საშუალოდ 250-786%-ით ძვირი ღირს.

მაკარონი – იანვარ-თებერვალში საქართველოში 3,151 მლნ დოლარის 2,954 ტონა მაკარონის, ვერმიშელი, ატრია და მაკარონის სხვა ნაწარმი ვიყიდეთ. მაკარონის ნაწარმის საიმპორტო ფასი საანგარიშო პერიოდში 1,6 დოლარი (კურსით 4,3 ლარი) იყო. ამასთანავე, 1 კგ მაკარონის ნაწარმი სასურსათო ქსელებში 3,5 ლარიდან 12,7 ლარამდე ღირს. მონაცემების მიხედვით, საუკეთესო შემთხვევაში 1 კგ იმპორტირებული მაკარონის ნაწარმი მარკეტებში 18.6%-ით იაფად იყიდება, ხოლო უარეს შემთხვევაში, მაქსიმუმ 195%-იანი ფასნამატით.

ფქვილი –  საქართველომ 2,949 მლნ დოლარის 11,750 ტონა ფქვილი იყიდა. 1 კგ ფქვილის საიმპორტო ფასმა იანვარ-თებერვალში 0.25 დოლარი (კურსით 0,67 ლარი) შეადგინა. 1 კგ ფქვილის ფასი კი 2,25 ლარიდან 4,78 ლარამდე მერყეობს. მარკეტებში ფქვილს 236-613%-იანი ფასნამატი აქვს.

ლობიო – საანგარიშო პერიოდში 507 ათასი დოლარის 1,088 ტონა ვიყიდეთ. მონაცემების მიხედვით, 1 კგ ლობიოს საიმპორტო ფასი 0.47 დოლარი (კურსით 1,25 ლარი) იყო. 1.კგ იმპორტირებული ლობიოს ფასი სუპერმარკეტებში 5 ლარიდან 9 ლარის ფარგლებში მერყეობს- ფასნამატი 300-620%-ის ფარგლებში მერყეობს.

შაქარი – პირველ ორ თვეში საქართველოში შემოვიდა 6,079 მლნ დოლარის 7,548 ტონა შაქარი. მონაცემები აჩვენებს, რომ 1 კგ შაქრის იმპორტი საქართველოს 0.81 (2,17 ლარი) დოლარი დაუჯდა. 1კგ იმპორტირებული შაქარი 4-ლარიდან 5 ლარამდე ღირს ადგილობრივ მარკეტებში, შესაბამისად პროდუქცია 84-130%-იანი ფასნამატით იყიდება.

ხორბალი -იმპორტირებულია 11,894 მლნ დოლარის 47,521 ტონა ხორბალი, ხოლო 1 კგ ხორბლის საიმპორტო ფასმა 0.25 დოლარი (კურსით 0.67 ლარი) შეადგინა. 1 კგ ხორბალი ქსელურ მარკეტებში 3,5 ლარიდან 6,15 ლარამდე ღირს. მარკეტებში 1 კგ იმპორტირებული ხორბალი 422-818%-ის ფასნამატით იყიდება.

რძის ფხვნილი – საანგარიშო პერიოდში საქართველოში იმპორტირებულია 3,541 მლნ დოლარის 1,543 ტონა რძის ფხვნილი. 1 კგ რძის ფხვნილის იმპორტი საქართველოს 2,29 დოლარი (კურსით 6,14 ლარი) დაუჯდა. 29 ლარიდან 36 ლარის ფარგლებში მერყეობს 1 კგ რძის ფხვნილის ფასი, ანუ იმპორტირებული რძის ფხვნილი 372-486%-ით ძვირად იყიდება.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!