დღის სიახლეებისიახლეები

საქართველოში ფულადი გზავნილები ინვესტიციებს 4-ჯერ აღემატება

0
გაზიარება

2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) ამავე პერიოდში ქვეყანაში განხორციელებულ ფულად გზავნილებს 4-ჯერ ჩამორჩება.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში შემოვიდა 201.4 მლნ დოლარის ინვესტიცია, რაც 2023 წლის პირველი კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 64.4 პროცენტით ნაკლებია, 2023 წლის პირველ კვარტალში ინვესტიციების მოცულობა 566.4 მლნ დოლარი იყო. ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით კი, იანვარ-მარტში გადმორიცხვების მოცულობამ 813.965 მლნ დოლარი შეადგინა.

სტატისტიკის სამსახურის ცნობით, 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია – 42.4 მლნ დოლარი თურქეთიდან განხორციელდა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 21 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება ჩეხეთი – 41.5 მლნ დოლარით (20.6 პროცენტი), ხოლო მესამეზე აშშ – 33.7 მლნ დოლარით. ხუთეულში შედიან – ნიდერლანდები – 32.3 მლნ დოლარით და მარშალის კუნძულები – 22.3 მლნ დოლარის ინვესტიციით.

ინვესტიციების მსგავსად 2024 წლის პირველ კვარტალში შემცირდა ფულადი გზავნილებით, თუმცა აქ კლებამ 35.1% შეადგინა. კერძოდ, თუ 2023 წლის სამ თვეში ფულადი გზავნილების მოცულობა შეადგენდა 1.255 მლრდ დოლარს, წელს ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 813.965 მლნ დოლარამდე შემცირდა.

ყველაზე დიდი მოცულობით თანხა, წელს პირველ კვარტალში რუსეთიდან გადმოირიცხა – 182.839 მლნ დოლარი, მეორე ადგილზეა იტალია – 134.799 მლნ დოლარით, მესამე ადგილზეა აშშ – 123.994 მლნ დოლარის ფულადი გზავნილებით. ხუთეულში შედიან – ისრაელი -59.404 მლნ დოლარით და საბერძნეთი – 58. 420 მლნ დოლარი.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!