დღის სიახლეებისიახლეები

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

0
გაზიარება

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების – 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში – 251.8 ლარი (11.7%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

გენდერული ანაზღაურების სხვაობა მნიშვნელოვნად განსხვავდება ევროკავშირისა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) მასშტაბით. 2022 წელს რიგ ქვეყნებში მან 17%-ს გადააჭარბა.  გენდერულ ანაზღაურებაში ყველაზე დიდი 21,3%-იანი სხვაობა ესტონეთში დაფიქსირდა, შემდეგ მოდის ავსტრია (18,4%), შვეიცარია და ჩეხეთი (ორივეგან 17,9%).

ლუქსემბურგი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც უარყოფითი, ანუ მინუს 0.7%-იანი მაჩვენებელია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალები მამაკაცებზე ოდნავ მეტს გამოიმუშავებენ.

ლუქსემბურგის გარდა, ქალებისა და მამაკაცების ხელფასებს შორის ყველაზე დაბალი, ანუ 5%-ზე ნაკლები სხვაობა დაფიქსირდა იტალიაში, რუმინეთსა და ბელგიაში.

ევროკავშირის დიდ ოთხეულს შორის გერმანიას (17.7%) და საფრანგეთს (13.9%) ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე მაღალი სხვაობა აქვთ.

2022 წელს ევროპის 24 ქვეყნიდან 21-ში გენდერული ანაზღაურების სხვაობა კერძო სექტორში უფრო მაღალი იყო, ვიდრე საჯარო სექტორში. სავარაუდო მიზეზად სახელდება ის, რომ საჯარო სექტორის ანაზღაურება დიდწილად განისაზღვრება გამჭვირვალე სატარიფო ბადით, რომელიც ევროკავშირში მამაკაცებსა და ქალებზე თანაბრად ვრცელდება.

საჯარო სექტორის გენდერულ ანაზღაურებაში მაღალი სხვაობა მხოლოდ პორტუგალიაში, სლოვენიასა და ფინეთში დაფიქსირდა. კვიპროსში, პირიქით, მინუს 0.2%-იანი სხვაობაა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ქალები საჯარო სექტორში მამაკაცებზე უფრო მეტს გამოიმუშავებენ.

ევროკავშირში მამაკაცების დასაქმების მაჩვენებელიც მაღალია. კერძოდ, 2023 წელს 15-64 წლის მამაკაცების დასაქმების მაჩვენებელი – 74,7%, ქალების კი 64,9%-ია, რაც 9,8%-ით ნაკლებია.

მამაკაცთა დასაქმების მაჩვენებელი ევროკავშირის ყველა ქვეყანაში ქალების მაჩვენებელზე მაღალია, რაც ლიეტუვის 0,3%-სა და საბერძნეთის 19,1%-ს შორის ვარირებს. თურქეთი, რომელიც კანდიდატი ქვეყანაა, გამონაკლისია, სადაც ამ მაჩვენებელმა 34,6% შეადგინა.

აშშ-ში, ბოლო მონაცემებით, ქალები, საშუალოდ, 22%-ით ნაკლებს გამოიმუშავებენ, ვიდრე მამაკაცები, რაც, როგორც დაბალანაზღაურებად პროფესიებს, ასევე, მაღალანაზღაურებად სპეციალისტებს შორის შეინიშნება და განათლების დონეზე დამოკიდებული არ არის.

სტატისტიკურად, ფერადკანიანი და ესპანური წარმოშობის ქალები უთანასწორო ანაზღაურების პირობებს ყველაზე მეტად განიცდიან, რადგან ამ შემთხვევაში გენდერულ დისკრიმინაციას, ასევე, რასობრივი უთანასწორობის ფაქტორი ემატება.

ყველაზე მაღალ საშუალო ხელფასს იღებენ ქალები, რომლებიც არქიტექტორებად, ინჟინრებად, მათემატიკოსებად და პროგრამისტებად მუშაობენ, ხოლო ყველაზე დაბალი ხელფასი სამშენებლო სექტორში, სარესტორნო ბიზნესსა და სოფლის მეურნეობაშია.

Pew Research Center-ის თანახმად, შეერთებულ შტატებში ქალებსა და მამაკაცებს შორის გენდერული ხელფასების სხვაობა ბოლო 20 წლის განმავლობაში მხოლოდ ორი ცენტით შეიცვალა. კერძოდ, 2022 წელს 16 წელზე უფროსი ასაკის ამერიკელმა ქალებმა მამაკაცების მიერ გამომუშავებულ ყოველ დოლარზე 82 ცენტი გამოიმუშავეს. ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა 2002 წლის შემდეგ, როცა ქალები მამაკაცის ყოველ დოლარზე 80 ცენტს გამოიმუშავებდნენ.

ბოლო 40 წლის განმავლობაში მაჩვენებელი მხოლოდ 17 ცენტით გაიზარდა. კერძოდ, 1982 წელს მამაკაცების მიერ გამომუშავებულ ყოველ დოლარზე ქალები 65 ცენტს იღებდნენ.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

საქართველოში საშუალო ხელფასი 200 ლარით გაიზარდა და 2 ათას ლარს აჭარბებს – „საქსტატი“

2024 წლის მე-2 კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.1 პროცენტით (200.4 ლარით) გაიზარდა და 2 004.9 ლარი შეადგინა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!