პროფესიული განათლებადღის სიახლეებიეკონომიკაზოგადი განათლებასაზოგადოებასაინტერესო სიახლეები

საქართველოში ქოუჩინგი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესია ხდება

0
გაზიარება

ქოუჩინგი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესია ხდება და სპეციალისტების რაოდენობაც ეტაპობრივად იზრდება – ამის შესახებ, გადაცემა “საქმიან დილაში”, ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის საქართველოს პრეზიდენტმა, გვანცა ბარაბაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, ქოუჩინგი არ არის ლიცენზირებადი პროფესია, როგორც მაგალითად ფსიქოთერაპია და სხვა მსგავსი მომიჯნავე მიმართულებები, მაგრამ არსებობს ქოუჩინგის ოქროს სტანდარტები და ამ მიმართულებით საქართველოში კვალიფიციური განათლების მიღებაც უკვე შესაძლებელია.

“ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაცია აერთიანებს კვალიფიციურ, პროფესიონალ, პრაქტიკოს, სერტიფიცირებულ კადრებს, აქედან გამომდინარე სასწავლო კურსები, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ არის აკრედიტირებული, კვალიფიციური განათლების მიღების საშუალებას იძლევა,” – აღნიშნა გვანცა ბარაბაძემ.

ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის, საქართველოს პრეზიდენტის თქმით, დაინტერესებული პირები თავად არჩევენ, სწავლის შემდეგ კარიერა გააგრძელონ როგორც პროფესიონალმა ქოუჩებმა, თუ მიღებული ცოდნა მათივე საქმეს, ბიზნესსა და ეფექტურ მართვას მოახმარონ.

ცნობისთვის, 16-22 მაისს, თბილისში ქოუჩინგის საერთაშორისო კვირეული ტარდება და მიზნად ისახავს დაინტერესებულ სტარტაპებს გააცნოს მენტორშიპის პრაქტიკები და ინსტრუმენტები.  კვირეული, საერთაშორისო ფედერაციის წევრ 50-მდე ქვეყანაში ყოველწლიურად იმართება და მიმდინარე აქტუალურ თემებზე სასაუბროდ, ფაქტობრივად, ერთიანი სივრცე იქმნება.

მსგავსი სიახლეები

2024 წელს კომერციულმა ბანკებმა 711.8 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს

2024 წლის იანვარ-მარტში კომერციულმა ბანკებმა 711.845 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, საიდანაც 234.936 მლნ ლარი იანვარზე, 225.636 მლნ ლარი თებერვალზე, 251.273 მლნ ლარი კი მარტზე მოდის. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ…

დღეიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი გახდა – ბილეთის ფასი 5 ევროა

დღეიდან, 25 აპრილიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი ხდება. ქალაქში შესასვლელი ბილეთის ფასი 5 ევროა (5.3 დოლარი). ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ იტალია გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც მსგავსი…

Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა

საქართველოში გადასახადების შემდგომი საშუალო თვიური სუფთა ხელფასი 1 300 ლარია. მსოფლიოში ყველაზე დიდ მონაცემთა ბაზის Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა. შედარებისთვის:…

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!