დღის სიახლეებისიახლეები

საქართველოში საცხოვრებლად საკმარისი ხელფასი 1 706 ლარს შეადგენს

0
გაზიარება

ორგანიზაცია „ღირსეული შრომის პლატფორმის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით: ახალი მონაცემების მიხედვით საქართველოში საცხოვრებელი ხელფასი 1706.50 ლარს შეადგენს. საცხოვრებელი ხელფასი Wage Indicator Foundation-მა გასული წლის მონაცემებზე დაყრდნობით გამოთვალა.

ორგანიზაციის განმარტებით, საცხოვრებელი ხელფასი არის ხელფასის ის ოდენობა, რომელიც ფარავს მშრომელთა ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელ და ძირითად საჭიროებებს. საცხოვრებელი ხელფასი უნდა უზრუნველყოფდეს ისეთ საბაზისო ხარჯებს როგორიცაა კვება, ტანსაცმელი, საცხოვრებელი, განათლება, ჯანდაცვა, ტრანსპორტირება და სხვა მნიშვნელოვანი საჭიროებები. საცხოვრებელი ხელფასი ასევე უნდა ფარავდეს მოულოდნელ ხარჯებს და რაც მთავარია, მისი გამომუშავებისათვის მშრომელებს არ უნდა სჭირდებოდეთ ზეგანაკვეთური შრომა – საცხოვრებელი ხელფასის მიღება შესაძლებელი უნდა იყოს ერთ სამუშაოზე დასაქმების შემთხვევაშიც.

საცხოვრებელი ხელფასი განსხვავდება „საარსებო ხელფასისგან“- საარსებო ხელფასი წარმოადგენს მინიმალურ ანაზღაურებას, რომელიც ვერ უზრუნველყოფს მშრომელის ღირსეულ ცხოვრებას და ის მხოლოდ საარსებოდ აუცილებელ ხარჯებს ფარავს. საცხოვრებელი ხელფასი მინიმალური ხელფასისგანაც უნდა განვასხვავოთ. ეს უკანასკნელი არის კანონმდებლობით განსაზღვრული მინიმალური ანაზღაურება, რომელიც დამსაქმებლებს შეუძლიათ კანონიერად გადაუხადონ თანამშრომლებს. განსხვავების მიუხედავად, მინიმალური ხელფასი პრაქტიკაში შესაძლოა დამოკიდებული იყოს საცხოვრებელი ხელფასზე ან/და მათი ოდენობა ემთხვეოდეს.

„საქართველოში არსებული ხელფასები ამჟამად საცხოვრებელ ხელფასზე გაცილებით დაბალია. კანონმდებლობით განსაზღვრული მინიმალური ხელფასი თვეში 20 ლარია და 1999 წლის შემდეგ არ განახლებულა.

სახელმწიფოს მონაცემების თანახმად, მედიანური ხელფასი- თანხა, რომელიც მშრომელებს ორ თანაბარ ჯგუფად ყოფს – 2022 წლისთვის თვეში 1 040 ლარი იყო. ეს ნიშნავს, რომ დასაქმებულთა 50% ამ თანხაზე ნაკლებს იღებს. საშუალო ხელფასიც კი 2022 წელს საშუალო ხელფასი თვეში მხოლოდ 1 543 ლარს შეადგენდა, რაც საცხოვრებელ ხელფასთან შედარებით დაბალია,“ – აღნიშნულია „ღირსეული შრომის პლატფორმის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!