სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლო, 2024 წლის ივნისის მონაცემებით, საარსებო შემწობის მიმღები, სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირთა რაოდენობა 672 909-ს შეადგენს, რაც ქვეყნის მოსახლეობის 18.2 პროცენტს შეადგენს. აქედან 450 032 ადამიანი მხოლოდ საარსებო შემწეობის მიმღებია, ხოლო 222 877 დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ პირია, რომელთაც 4 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველის სტატუსი გარანტირებულად შეუნარჩუნდებათ.
სააგენტოს მონაცემებით, 2024 წლის იანვარში მინიმალური საარსებო შემწობის მიმღები მოსახლეობის რაოდენობა 647 479-ს შეადგენდა, რაც იმას ნიშნავს, რომ შემწეობის მიმღებთა რაოდენობა წლის დასაწყისიდან დღემდე 25.4 ათასით არის გაზრდილი.
საქართველოში სოცდაუცველთა დასაქმების პროგრამა 2022 წლის მეორე ნახევრიდან მოქმედებს.