საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წელს საქართველოში 1.72 მილიონზე მეტი ავტომობილია რეგისტრირებული, რომელთა რაოდენობაც გასული წელთან შედარებით 2.9%-ით გაიზარდა. გასულ წელს ქვეყანაში 1.68 მილიონზე მეტი ავტომობილი ფიქსირდება.
ამავე მონაცემების თანახმად, საქართველოში ყველაზე მეტი MERCEDES-BENZ-ის მარკის ავტომობილია რეგისტრირებული, მათი რაოდენობა 215 447-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა TOYOTA – ამ მარკის 187 022 ავტომობილია საქართველოში. მესამე ადგილს კი FORD-ი იკავებს 165 974 ავტომობილით.
მეოთხე ადგილზეა VAZ-ი 153 579 ავტომობილის რაოდენობით. ხუთეულს ასრულებს OPEL-ი. საქსტატის მონაცემებით, საქართველოში აღნიშნული მარკის 146 876 ავტომობილი არის რეგისტრირებული.
რაც შეეხება იმპორტის, 2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 14%-ით შემცირდა. წელს საანგარიშო პერიოდში იმპორტირებულია 1.607 მლრდ დოლარის 104 845 ერთეული ავტომობილი, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში 1.876 მლრდ დოლარის 123 410 ერთეული.