2023 წლის ივნისში საქართველოში ფქვილის იმპორტი ფაქტობრივად განახევრდა, რასაც ადასტურებს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები.
საქსტატის ცნობით, გასულ თვეში საქართველოში 3 517 060 აშშ დოლარის ხორბლის, ან ხორბალ-ჭვავის ფქვილის იმპორტი განხორციელდა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 6 546 590 აშშ დოლარს შეადგენდა.
იმდინარე წლის ფქვილის იმპორტიორ ქვეყნებს შორის არიან:
- თურქეთი – 86 260 აშშ დოლარი;
- იტალია – 42 940 აშშ დოლარი;
- საფრანგეთი – 19 540 აშშ დოლარი;
- ავსტრია – 18 430 აშშ დოლარი;
- ლიეტუვა (ლიტვა) – 10 690 აშშ დოლარი;
- უკრაინა – 8 020 აშშ დოლარი;
- ბელარუსი – 450 აშშ დოლარი;
- პოლონეთი – 70 აშშ დოლარი.
12 ივნისიდან ქვეყანაში ფქვილის იმპორტზე საიმპორტო გადასახადი დაწესდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მთავრობისგან ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია და ადგილობრივი მემარცვლე ფერმერები დიდი ხანია ითხოვდნენ. მიზეზად კი, რუსეთის მიერ ხორბალზე დაწესებული საბაჟო გადასახადია, რაც მათივე თქმით, კონკურენციის არათანაბარ პირობებს ქმნიდა.