დღის სიახლეებისიახლეები

საქართველოში მოქალაქეებს შესაძლოა, კრემაციის მოთხოვნის უფლება გაუჩნდეთ

0
გაზიარება

საქართველოში მოქალაქეებს შესაძლოა, კრემაციის მოთხოვნის უფლება გაუჩნდეთ. ამასთან დაკავშირებით  საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტი უკვე დარეგისტრირდა.

„კანონპროქტის მიღება უკავშირდება იმ გარემოებას, რომ საქართველოს ორგანული კანონში „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ არ არსებობს ჩანაწერი ნეშტის დაკრძალვასა და მასთან დაკავშირებული საქმიანობების ლიცენზიის შესახებ. ხოლო, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ეკონომიკური საქმიანობის სახეების ჩამონათვალში, კრემაცია ეკონომიკური საქმიანობის სახედ არის შეტანილი. ნეშტის დაკრძალვასა და მასთან დაკავშირებულ საქმიანობებს შესაბამისი ქვეკლასი შეიცავს და ეს საქმიანობებია: გვამის მომზადება დაკრძალვის ან კრემაციისათვის; დაკრძალვის ან კრემაციის მომსახურება.

კანონპროექტი მიხედვით, განხორციელდება საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქმიანობის ლიცენზიის სახეების ჩამონათვალში ახალი პუნქტის ჩამატება: ნეშტის დაკრძალვასა და მასთან დაკავშირებული საქმიანობების ლიცენზიის შესახებ. რაც საშუალებას მისცემს დაინტერესებულ პირებს განახორციელონ აღნიშნული ეკონომიკური საქმიანობა,“- აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

პარლამენტის მიერ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ნეშტის კრემაციის სურვილის შემთხვევაში პირებს შეეძლებათ აღნიშნული სერვისი საქართველოშივე მიიღონ, კანონპროექტის მომზადებამდე ცვლილების ავტორებმა საქართველოში კრემაციის სერვისებზე ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით თემატური მოკვლევაც ჩაატარეს, რომლის მიხედვითაც საქართველოში ადამიანებს შეზღუდული აქვთ შესაძლებლობა, თავად აირჩიონ საკუთარი დაკრძალვის ფორმა და მეთოდი.

„კრემაციის სერვისის განვითარების შემთხვევაში, მისი გამოყენების პროცენტული მაჩვენებელი იქნება დაბალი საწყის ეტაპზე და მისი გაზრდა მოსალოდნელია ნელი ტემპით. შესაბამისად, ბაზარს ექნება შესაძლებლობა ეტაპობრივად მოერგოს ცვლილებებს. სასაფლაო მიწები არის დეფიციტური საქართველოში. კრემაციის სერვისის განვითარება ხელს შეუწყობს სასაფლაო მიწების დეფიციტის პრობლემის გადაწყვეტას და მიწის რესურსის გამოთავისუფლებას მიწის რესურსზე მზარდი მოთხოვნის შემცირების გზით; პირველადი შეფასებით საქართველოს ბაზარზე არის საკმარისი მოთხოვნა იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს კრემაციის სერვისის მომგებიანი მიწოდება,“- ნათქვამია მოკვლევაში.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!