კვლევითი ორგანიზაციების წინასწარი პროგნოზით, წლის განმავლობაში ბინების ფასი შესაძლოა, საშუალოდ 18%-ით, ხოლო დაქირავების 28%-ით გაიზარდოს.
სპეციალისტების თქმით ბაზარზე მოვლენები უპრეცედენტოდ ვითარდება და ბინების ყიდვა-გაქირავებაზე მოთხოვნა წარმოუდგენლად იზრდება. აღნიშნული საქმიანობა მოსახლეობისთვის არა მხოლოდ იპოთეკის გადაფარვის, არამედ, შემოსავლის წყაროდ იქცა, რაც აქამდე არასდროს დაფიქსირებულა.
მოთხოვნა სულ უფრო იზრდება ზღვისპირა რეგიონებზე, რადგან ტურისტების ნაკადი პოსტპანდემიური პერიოდიდან დღემდე მზარდი ტენდენციით გამოირჩევა.
სპეციალისტები მოქალაქეებს ბინების შეძენას ტურისტულ ზონებში ურჩევენ. მათი გათვლებით, დედაქალაქთან შედარებით, უძრავი ქონება ჯერ კიდევ იაფია, თუმცა სეზონის მიხედვით დაქირავების ფასი მზარდია.ამ მხრივ, გამორჩეულია გურია, რომელიც როგორც მთის, ისე ზღვის მოყვარული ადამიანებისთვის ყოველთვის მიმზიდველი იყო, თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში რეგიონის პოპულარობა შეკვეთილის ფაქტორმა კიდევ უფრო გაზარდა.
ბინის ყიდვა და შემდეგ გაქირავება შეკვეთილშიც ერთ-ერთი მომგებიანი ბიზნესია. მით უფრო, რომ კურორტი ოთხივე სეზონზე მიმზიდველი და მოთხოვნადია. გარდა ტრადიციული, ტურისტული მიზნებისა, რეგიონი საქმიანი შეხვედრებისა თუ სასწავლო დანიშნულების ვიზიტებითაც დატვირთულია.