საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს ქვეყანაში 1.533 მლრდ აშშ დოლარის პროდუქტი შემოვიდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია და გასული წლის იმპორტს 1.079 მლრდ დოლარს 42%-ით აღემატება.
Reportal.ge-ზე გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშგებების მიხედვით, შემოსავლით ქვეყანაში 3 უმსხვილესი კომპანიაა: შპს “ქართული სადისტრიბუციო-მარკეტინგული კომპანია” (GDMCO) – 149.3 მლნ ლარი, შპს “აგარის შაქარი” – 140 მლნ ლარი და შპს “ვიმ-ბილ-დან საქართველო” – 121.2 მლნ ლარი.
ქვეყანაში შემოსავლის მიხედვით უმსხვილესი კომპანიებია:
- GDMCO – 149.3 მლნ;
- აგარის შაქარი – 140 მლნ;
- ვიმ-ბილ-დან – 121.2 მლნ;
- დაფნა – 113.3 მლნ;
- კასკო – 82.1 მლნ;
- ჰავი ლოჯისტიკს – 65.1 მლნ;
- კადევე – 62.7 მლნ;
- ალკო – 60.5 მლნ;
- ინტრეიდი – 49.7 მლნ;
- მეტეორი – 32.7 მლნ.
კომპანიები, რომლებიც საკვები და სასმელი პროდუქტების იმპორტს ყველაზე დიდი რაოდენობით ახორციელებს
რაც შეეხება მოგებას, ამ მხრივ უმსხვილესი კომპანიებია შპს “ინტრეიდი” – 16.1 მლნ ლარი, შპს “აგარის შაქარი” – 13.7 მლნ ლარი, შპს “კასკო 2015” – 8.4 მლნ ლარი.
ქვეყანაში მოგების მიხედვით უმსხვილესი კომპანიებია:
- ინტრეიდი – 16.1 მლნ;
- აგარის შაქარი – 13.7 მლნ;
- კასკო – 8.4 მლნ;
- GDMCO – 8.2 მლნ;
- ალკო – 7.7 მლნ;
- კადევე – 7.5 მლნ;
- დაფნა – 6.3 მლნ;
- ჰავი ლოჯისტიკს – 3.2 მლნ;
- მეტეორი – 1.6 მლნ;
- ვიმ-ბილ-დან – -18 მლნ.