2023 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18.7 პროცენტით ანუ 270.1 ლარით გაიზარდა და 1 716.6 ლარი შეადგინა.
საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა:
- საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 761.1 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 23.8 პროცენტით);
- ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 631.3 ლარი (გაიზარდა 55.2 პროცენტით);
- პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 386.8 ლარი (გაიზარდა 21.6 პროცენტით);
- მშენებლობა – 2 145.5 ლარი (გაიზარდა 14.7 პროცენტით).
- „2023 წლის 1-ელ კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 375.7 ლარით, ხოლო კაცების – 2 053.4 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 190.9 ლარი (16.1%) შეადგინა, ხოლო კაცებში – 358.1 ლარი (21.1%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
- 2023 წლის 1-ელ კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 279.4 ლარით (18.9%) გაიზარდა და 1 759.1 ლარი შეადგინა.
- საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაცია და კომუნიკაციის (3 740.2 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 57.1 პროცენტით), ასევე ხელოვნება, გართობა და დასვენების (2 832.9 ლარი, გაიზარდა 14.8 პროცენტით) დარგებში ფიქსირდება.
- 2023 წლის I კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 252.4 ლარით (18.1%) გაიზარდა და 1 643.2 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.
საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერობს თბილისი და მცხეთამთიანეთის რეგიონი,“- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში ინფორმაციაში.