2023 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით შინამეურნეობებისთვის გაცემული სესხები გაიაფდა. საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, საპროცენტო განაკვეთები შემცირდა, როგორც იპოთეკურ და ავტოსესხზე, ასევე ლომბარდულსა და სამომხმარებლოზე.
სებ-ის მონაცემებზე დაყრდნობით, შინამეურნეობებისთვის გაცემულ სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი (მაისის სტატისტიკა):
- იპოთეკურ სესხები – 12.53% (აპრილი – 12.84%);
- ავტოსესხი – 24.08 % (აპრილი – 24,99%);
- ლომბარდული სესხი – 18.27% (აპრილი – 18.39%);
- სამომხმარებლო სესხი – 18.71 % (აპრილი – 19.07%);
- სამომხმარებლო სესხი – უზრუნველყოფილი – 13.92% (აპრილი – 14.23%);
- სამომხმარებლო სესხი – არაუზრულველყოფილი – 20.56% (აპრილი – 20.86 %).
სებ-ის სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით საპროცენტო განაკვეთები შემცირებულია.მაისში სესხებზე საპროცენტო განაკვეთმა 14.05% შეადგინა, მაშინ როცა მიმდინარე წლის აპრილში ეს მაჩვენებელი – 14.18% იყო.
2023 წლის მაისის მონაცემებით, საპროცენტო განაკვეთები უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე აპრილთან შედარებით, 10.30%-დან 9.05%-მდე შემცირდა. ეროვნული ვალუტით გაცემულ სესხებზე კი საპროცენტო განაკვეთები მაისში წინა თვესთან შედარებით 16.76%-დან 16.58-მდე გაიაფდა.