დღის სიახლეებისიახლეები

საქართველოში სურსათის ბანკების შექმნა იგეგმება

0
გაზიარება

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულობის შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი განიხილა, რომელიც ითვალისწინებს ერთი მხრივ, სურსათის ნარჩენების შემცირების უზრუნველყოფას, მეორე მხრივ, გააჩენს შესაძლებლობას დაინტერესებული მხარეებისთვის, რომ ნარჩენი სურსათი მოაწოდონ ბენეფიციარებს, ვისაც ამის საჭიროება უდგას.

კანონმდებლობით შემოდის ახალი ცნებები – სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაცია და სურსათის ბანკები, რომელთა მეშვეობითაც მოხდება მარკეტებიდან საბოლოო ბენეფიციარებამდე პროდუქციის მიწოდება.

მარკეტებს და ქსელებს, რომლებიც ვადის მქონე სურსათის განაწილებას მოახდენენ დაინტერესებული ბენეფიციარებისთვის, ექნებათ საგადასახადო შეღავათი, ისინი ისარგებლებენ დღგ-ს ჩათვლის უფლებით და გათავისუფლდებიან მოგების გადასახადისგან.

მომხსენებლის, პარლამენტის წევრის ხატია წილოსანის ინფორმაციით, კანონპროექტი სიახლეა ქართულ სინამდვილეში და ასევე პირველი ინიციატივაა რეგიონში, რომელიც სურსათის ნარჩენების, სურსათის დანაკარგების და შეწირულობის საკითხს ეხება.

„მთელ მსოფლიოში აქტუალურად დგას საკითხი სურსათის ნარჩენების შემცირებასთან დაკავშირებულ თემებზე, ჩვენ მიერ ეს გადაწყვეტილება მიღებულია გაეროს სოფლის მეურნეობის და სურსათის ორგანიზაციასთან აქტიური თანამშრომლობით და ევროკავშირის დაფინანსებით. საქართველო არ წარმოადგენს გამონაკლისს და 2020 წლის მონაცემებით, 261 ტონა სურსათი მიდიოდა ნაგავსაყრელზე. ერთ სულ მოსახლეზე ეს არის საკმაოდ დიდი მაჩვენებელი იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში ბევრი ადამიანი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა“, – განაცხადა წილოსანმა.

კომიტეტმა განხილულ საკანონმდებლო პაკეტს მხარი დაუჭირა.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!