დღის სიახლეებისიახლეები

საქართველოში თებერვლის მდგომარეობით საფინანსო სექტორის ვალი 1 929 435 ადამიანს აქვს,რაც ჯამში 39 884 430 835 ლარს შეადგენს

0
გაზიარება

მსესხებლების 11,7% კრედიტის ვერ გადახდის გამო „შავ სიაშია“.                                                                        „კრედიტინფოს“ 2023 წლის თებერვლის სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 226 302 მსესხებელს უფიქსირდება, კონტრაქტების რაოდენობა კი 458 149-ს შეადგენს. საერთო ჯამში, თებერვლის მდგომარეობით საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 929 435 ადამიანს აქვს, ჯამში 39 884 430 835 ლარის მოცულობის.

მსესხებლების 84% საბანკო სექტორზე მოდის. თებერვლის მდგომარეობით, ბანკებიდან 36 387 915 981 ლარის მოცულობის კრედიტი სულ 1 621 251 მსესხებელს აქვს აღებული. ვადაგადაცილება კი ბანკის მსესხებლების 8.2%-ს უფიქსირდება, რაც რაოდენობრივად 132 566 -ია.

სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების (მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი) კრედიტორი 743 660 ადამიანია, გაცემული სესხების მოცულობა კი 3 026 984 721 ლარს შეადგენს. ვადაგადაცილება კი ამ საფინანსო ინსტიტუტების 126 273 მსესხებელს უფიქსირდება.კიდევ 22 571 ადამიანს კი, ჯამში 469 530 133 ლარის სესხი აღებული აქვს სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიისგან. აქ ვადაგადაცილება 3 872 ადამიანს უფიქსირდება.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!