მიმდინარე წლის 1-ელ ნახევარში ტურიზმის შემოსავლებმა საქართველოში 1.7 მლრდ დოლარი შეადგინა, ინფორმაცია „გალთ ენდ თაგარტის“ ანგარიშშია აღნიშნული.
„ჩვენი შეფასებით, 2023 წლის ივნისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 16%-ით გაიზარდა და 350 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ჯამურად, ჩვენი შეფასებით, 2023 წლის პირველ ნახევარში ტურიზმის შემოსავლებმა 1.7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 48.8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია,“-აღნიშნულია ანგარიშში.