PMCG -ის მონაცემებით,თვის განმავლობაში 0-დან 600 ლარამდე ხელფასს კი, 191 ათასი ადამიანი იღებს. მათ შორის, 0-დან 100 ლარამდე დარიცხულ ხელფასს 13057 პირი იღებდა. მათი დასაბეგრი შემოსავალი 723,074 ლარი იყო. 100 ლარამდე შემოსავალი კი, ივლისში ჯამში 73687 პირს ჰქონდა.
2023 წლის ივლისში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2,400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 26.6%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.9 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.
2023 წლის ივლისში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 27.5%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 63.0%-ით არის გაზრდილი. 2023 წლის ივლისში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარს ან მეტ ხელფასს, 2.0%-ს შეადგენდა.
2023 წლის ივლისში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.7%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7.1%-ით არის გაზრდილი.