თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის, მერაბ ჭითანავას განცხადებით საქართველოში თხილის ექსპორტი დაახლოებით 50%-ით შემცირდა, ამას გარდა, ჯამში 30%-ით შემცირდა მოსავალი, საექსპორტო ფასებმა კი 20%-ით იკლო.
„შარშანდელთან შედარებით მოსავალმა 30%-ით იკლო. უამინდობის გამო დაბალი იყო ხარისხიც, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი მიზეზი ექსპორტის შემცირებისა. მთავარი ფაქტორი – ევროპულ ბაზარზე მოთხოვნის მკვეთრი კლებაა. გასულ წელთან შედარებით, ქართული თხილის საექსპორტო ფასი 20%-ით შემცირდა. ბრენდები თავის პროდუქციებში ქართულ თხილს კვლავაც იყენებენ. „წელს Ferrero-მ შარშანდელზე მეტი თხილი შეიძინა, დაახლოებით 3 000 ტონა. ეს იმას ნიშნავს, რომ გვაქვს მაღალი ხარისხის თხილიც და მისი რაოდენობა იზრდება. სექტორისთვის კი ეს ძალიან კარგია“- აცხადებს მერაბ ჭითანავა