2022 წლის მე-4 კვარტალში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი წლიურად 21.2%-ით გაიზარდა, წინა კვარტალში დაფიქსირებული წლიური 16.5%-იანი ზრდის შემდეგ. ინფორმაცია „საქსტატის“ მონაცემებზე დაყრდნობით, „გალთ ენდ თაგარტის“ ანგარიშშია აღნიშნული.
2022 წლის მე-4 კვარტალში ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
- ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 673 ლარი, წლიური ზრდა – 61.8%;
- ფინანსური და სადაზღვევო საქმიანობა – 2 727 ლარი, წლიური ზრდა – 12.1%;
- მშენებლობა – 2 536 ლარი, წლიური ზრდა – 14.8%.
2022 წლის მე-4 კვარტალში, ყველაზე დაბალი საშუალო თვიური ხელფასი ფიქსირდება შემდეგ დარგებში:
- განათლება – 1 006 ლარი, წლიური ზრდა – 9.8%;
- წყალმომარაგების სექტორი – 1 137 ლარი, წლიური ზრდა – 9.1%;
- სოფლის მეურნეობის სექტორი – 1 179 ლარი, წლიური ზრდა – 3.6%.